უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 აპრილი, 2020 15:40
font-size

გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალურ პანდემიასთან გამკლავება.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია გატარებული თუ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, რაც სოლიდარობის ნათელი გამოვლინებაა. პანდემიის შედეგების გამკლავების კონტექსტში მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობას, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის გზით და აღნიშნეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მნიშვნელობა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი დონორის მხარდაჭერის გადამწყვეტ მნიშვნელობას. აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან მეტი ფინანსური თუ ტექნიკური დახმარების საჭიროება რეფორმების პროცესში, განსაკუთრებით COVID-19-ით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე.

საუბრისას განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები. გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის სანდო პარტნიორად რეგიონში და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიღწევები ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი წარმატებებისთვის კარგ ნიადაგს ქმნის.

მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე, რომელზეც პარტნიორობის ახალი ხედვა იქნება წარმოდგენილი. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება პარტნიორობის აქტიურ წევრად და იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიოში შექმნილი ვითარება შესაძლებელს გახდის სამიტის გამართვას, რომელზეც შეთანხმდება ახალი ინიციატივები, ევროკავშირისა და დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნების ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანის კუთხით.

ვიდეოკონფერენციაში საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატერინა მატერნოვა და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მონაწილეობდნენ.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი