უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

3 თებერვალი, 2017 15:40
font-size

გიორგი გახარიამ თბილისში ახალი საფეიქრო ფაბრიკა გაიხსნა

კომპანია „მატერიამ“ თბილისში ევროპული სტანდარტების თანამედროვე ფაბრიკა ააშენა, სადაც ამ ეტაპზე 250-მდე ადამიანია დასაქმებული და მომავალში ეს ციფრი საგრძნობლად გაიზრდება, - აცნობეს მედიანიუსს ეკონომიკის სამინისტროდან.

თანამედროვე სტანდარტების ფაბრიკა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. კომპანია ,,მატერია“ ქართველი დიზაინერების პროდუქციას აერთიანებს და ორ ბრენდს, პრემიუმ კლასის „მატერიელი“ და საშუალო შემოსავლიან სეგმენტზე გათვლილი „დოთსი“ ფლობს. მინისტრის განცხადებით, მსუბუქი მრეწველობის დარგი საქარველოში სულ უფრო ვითარდება და რაც, მთავარია დამატებითი სამუშაო ადგილები იქმნება.

,,პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომელმაც ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღო საწარმოების განახლებაში. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აქ არის წარმოდგენილი წარმოების სრული ციკლი - იდეიდან, მოდელირებიდან საბოლოო პროდუქტამდე. საკმაოდ დივერსიფიცირებული ბიზნესი აქვთ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა. მათ ეფექტურად აქვთ აწყობილი ბაზრებზე წვდომის არხებიც. ამ კომპანიისთვის ექსპორტზე წვდომა პრობლემას არ წარმოადგენს. ბრენდულ მაღაზიებს ხსნიან და ა.შ.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

,,მატერიელის“ ბრენდი ექსპორტზე ათამდე ქვეყანაში გადის (შვეიცარია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, რუსეთი, იტალია, ჩინეთი, სასომხეთი, ყატარი, ქუვეითი, უკრაინა). კომპანიამ EBRD-სგან 1 200 000 ლარის ოდენობის ბიზნესსესხი აიღო, რაც თანამედროვე ტექნოლოგიის საწარმოო ხაზის შეძენას მოხმარდა. კომპანიის მაღაზიები თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე და ბათუმში სასტუმრო ,,ჰილტონში“ მდებარეობს. უახლოეს დღეებში კომპანიის პირველი მაღაზია შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში გაიხსნება.

საკვანძო სიტყვები:

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6179 ლარი გახდა

20 სექტემბერი, 2018 , 09:00

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6179 იქნება. 19 სექტემბერს ერთი დოლარის ფასი 2.6188 ლარი იყო. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0606 ლარი გახდა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6179 ლარი გახდა

19 სექტემბერი, 2018 , 17:50

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6179 იქნება. 19 სექტემბერს ერთი დოლარის ფასი 2.6188 ლარი იყო. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0606 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგს აქვეყნებს

19 სექტემბერი, 2018 , 17:10

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2018 წლის 19 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6188 შეადგინა.

ხორბლის გადამზიდავთა საინიციატივო ჯგუფი ფინანსთა მინისტრს შეხვდება

19 სექტემბერი, 2018 , 16:35

ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან მიმდინარე აქციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს შეხვდება. ამის შესახებ პირველი არხი იუწყება. აქციის დანარჩენი მონაწილეები გე

საქართველოს ვაჭრობისა და პორტების ცენტრად მივიჩნევთ - OPIC-ის პრეზიდენტი

19 სექტემბერი, 2018 , 12:55

საქართველო ყველაზე წარმატებულ პარტნიორად მიგვაჩნია, რადგან ეკონომიკა ღია და გახსნილია ბიზნესის კეთებისთვის, - ამის შესახებ OPIC-ის პრეზიდენტმა რეი უოშბერნმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ

2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 22.6%-ით გაიზარდა - საქსტატი

19 სექტემბერი, 2018 , 12:20

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 100.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`