უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 იანვარი, 2021 17:05
font-size

გიორგი გახარიამ ტოივო კლაართან შეხვედრაზე რეგიონში ბოლო პერიოდში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაართან შეხვედრაზე, რეგიონში ბოლო პერიოდში უსაფრთხოების კუთხით მომხდარ ცვლილებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რეგიონში მომხდარი ცვლილებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებს კიდევ უფრო ამძაფრებს, რაც საქართველოს მთავრობის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ეფექტიანი, ერთიანი სამთავრობო ხედვის და პოლიტიკის კოორდინაციის განხორციელებას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და სამომავლოდ, ქვეყნის დეოკუპაციის პროცესში მისი გამოყენების აუცილებლობას. საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ რეგიონებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების გარემოს და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის შედეგად შექმნილ ჰუმანიტარულ პრობლემებს, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების, ისევე როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პლატფორმების გააქტიურების აუცილებლობას და იმ გამოწვევებს, რომელიც ამ კუთხით არსებობს.

პრემიერის შეფასებით, ოკუპირებული ტერიტორიების კუთხით არსებული გამოწვევები ეროვნული უსაფრთხოების დონის პრობლემაა, რის გადაჭრაშიც საქართველოს მთავრობის ერთიანი, კოორდინირებული პოლიტიკის განხორციელებასთან ერთად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირისა და სხვა სტრატეგიული პარტნიორების გააქტიურებას და პირდაპირ ჩართულობას.

გიორგი გახარიამ ტოივო კლაარს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ევროკავშირის ჩართულობისა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ ობიექტური საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ეკა ბესელია

2 მარტი, 2021 , 17:15

პრემიერის დღევანდელი რიტორიკა ცოტა შემაშფოთებელი იყო. ჯერ კიდევ სტუმარი გაცილებული არ იყო, როგორც კი წასული დაიგულა რჩეული რიტორიკა მიაყოლა. ძალიან ცუდად შეიძლება შემოტრიალდეს, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობის

„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ - კახი კახიშვილი

2 მარტი, 2021 , 16:00

„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ. ვფიქრობ, ეს საკითხები არანაირ კავშირში არ არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან, - აცხადებს საპარლამენ

რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს - ხატია დეკანოიძე

2 მარტი, 2021 , 16:00

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს და ეს დააზიანებს არა მხოლოდ ქართულ

ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე - ბექა ოდიშარია

2 მარტი, 2021 , 16:00

ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომ

წინასწარ საუბრები კომპრომისებზე, წითელ ხაზებზე სწორი არ არის, დღის წესრიგი ცნობილია, რაზეც ვსაუბრობთ, დანარჩენი მოლაპარაკების შედეგია - გიგი უგულავა

2 მარტი, 2021 , 14:55

ვფიქრობ, წინასწარ საუბრები კომპრომისებზე, ქვედა წითელ ხაზებზე არ არის სწორი. მოლაპარაკება იმის მოლაპარაკებაა, რომ შედიხარ მოლაპარაკებაში, დღის წესრიგი ცნობილია, რაზეც ვსაუბრობთ. დანარჩენი მოლაპარაკების შედეგია, – ა

გუშინდელ შეხვედრაზე არ თქმულა, რომ პროტესტი არ გაგრძელდება, პროტესტის გარდა ამ ხელისუფლებასთან სხვა ენა არ ჭრის - რომან გოცირიძე

2 მარტი, 2021 , 14:55

გუშინდელ შეხვედრაზე არ თქმულა, რომ პროტესტი არ გაგრძელდება, ვინაიდან პროტესტის გარდა ამ ხელისუფლებასთან სხვა ენა არ ჭრის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ საქართვე