უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

27 ნოემბერი, 2017 11:55
font-size

გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლება იმის ნიშანია, რომ ჩვენ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება გვსურს - მურათ ჯიოევი

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ წარმომადგენლის პოსტკონფლიქტების დარეგულირების საკითხებში მურათ ჯიოევის თქმით, გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლება, აფხაზეთის ლიდერის რაულ ხაჯიმბასადმი პატივისცემის გამოხატულებაა.

ამის შესახებ ოსური მედია წერს.

„მსჯავრდებულის გადაცემა - აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბასადმი პატივისცემის გამოხატულებაა, რომელმაც ანატოლი ილიჩს მიმართა გიორგი გიუნაშვილის შეწყალების თხოვნით იმ მიზნით, რომ შემდგომში აფხაზეთის მოქალაქის გაცვლა მოხდეს, რომელიც საქართველოში იხდის სასჯელს“,-აღნიშნა ჯიოევმა.

მისი თქმით, მსჯავრდებულის შეწყალება და გადაცემა აქციაა, რომელიც ადასტურებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მზაობას კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყაროს, მათ შორის საქართველოსთანაც.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული ფაქტი ქართული მხარისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სათანადოდ იქნება შეფასებული “,-განმარტა მურათ ჯიოევმა.

გუშინ, წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ, ცხინვალის ე.წ მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გიორგი გიუნაშვილი იქნა გათავისუფლებული.

მონიკა დავლიანიძე

მსოფლიოს არ დავიწყებია, რა მოხდა და საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს გამყოფ ხაზს საზღვრად - ჯორჯ კენტი

13 ოქტომბერი, 2018 , 15:35

მსოფლიოს არ დავიწყებია, რა მოხდა და საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს გამყოფ ხაზს საზღვრად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გამყოფ

აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე საქართველოს რუკის გამოსახვა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება

10 ოქტომბერი, 2018 , 11:40

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით მომზადებული რუკების დამზადება, დაბეჭდვა, გავრცელება, ექსპორტი/იმპორტი და რეკლამირება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება. შესაბამის კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოს თავდაცვი

ჩემს ტერიტორიაზე ვიყავი და დანაშაული მე ჩავიდინე? - მაია ოთინაშვილი გატაცებაზე

9 ოქტომბერი, 2018 , 17:05

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებული მაია ოთინაშვილის განცხადებით, ოკუპანტებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით საკუთარი ბაღიდან გაიტაცეს. მისი თქმით, თავდაპირველად ის გადაიყ

მაია ოთინაშვილთან ერთად საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა აკაკი დოთიაშვილიც გაათავისუფლეს

9 ოქტომბერი, 2018 , 13:20

მაია ოთინაშვილთან ერთად, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული აკაკი დოთიაშვილიც გაათავისუფლეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, 50 წლის მწყემსი აკაკი დოთიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა რამდენ

მაია ოთინაშვილი გაათავისუფლეს

9 ოქტომბერი, 2018 , 12:45

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული 37 წლის მაია ოთინაშვილი გაათავისუფლეს. როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ახალგორის ე.წ რაიონუნლი სასამართლოს მიერ

ამ დრომდე უცნობია, როდის გათავისუფლდებიან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული აკაკი დოთიაშვილი და მაია ოთინაშვილი

8 ოქტომბერი, 2018 , 11:50

გორის რაიონის სოფელ კირბალში მცხოვრებ აკაკი დოთიაშვილების ოჯახს ცხინვალიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. 50 წლის მწყემსი რუსმა ოკუპანტებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ორი დღის წინ გაიტაცეს. რაც შეეხ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`