უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

3 იანვარი, 2017 18:45
font-size

გიორგი გვიჩიანის და ნიკა ჩემიას პროცესი სააპელაციო სასამართლოში 5 იანვარს გაგრძელდება

სააპელაციო სასამართლოში გიორგი გვიჩიანის და ნიკა ჩემიას პროცესი 5 იანვარს გაგრძელდება.

შესაძლოა, სწორედ 5 იანვარს გახდეს ცნობილი, როდის გამოუშვებენ ნიკა ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულებს საპატიმროდან.

გვიჩიანისა და ჩემიას ადვოკატის, გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, ახლადგამოვლენილი გარემოებები რადიკალურად ცვლის საქმეში მსჯავრდებულების მონაწილეობას.

,,ამ მოწმეების ჩვენებები ცვლის ყველაფერს, თავდაყირა აყენებენ იმ მტკიცებულებებს, რომელთა საფუძველზეც იქნა გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი. ზოგიერთი მოწმე თვითონ ამბობს, თუ რა გარემობებში მისცა და რატომ ის ცრუ ჩვენებები, რომლის გამოც შემდეგ შეღავათები მიიღეს მათ. აქედან გამომდინარე, იქმნება სრული სურათი, თუ როგორ, რატომ, როდის და რა ვითარებაში და ვის მიერ იქნა შეკერილი ეს საქმე’’, - განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.

თავის მხრივ, პროკურატურის წარმომადგენლის, გვამცა გვიმრაძის მტკიცებით, ახლადგამოვლენილი გარემოებებით გვიჩიანსა და ჩემიას ნიკა ლომინაძის მკვლელობასთან შემხებლობა არ ჰქონიათ.

,,ახალი გამოძიების ფარგლებში დგინდება, რომ ამ ხალხს, დღეს ვინც მსჯავრდებულის სტატუსით სარგებლობს, საერთოდ არანაირი შემხებლობა ნიკოლოზ ლომინაძის მკვლლეობის საქმესთან არ ჰქონიათ. შესაბამისად, არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ იმაზე, თუ ვინ მოკლა ნიკოლოზ ლომინაძე. ჩვენი მხრიდან ტარდება არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელიც გამიზნულია იქითკენ, რომ დადგინდეს ნიკა ლომინაძის მკვლელობა რეალურად ვინ ჩაიდინა’’, - განაცხადა პროკურორმა გვანცა გვიმრაძემ.

შეგახსენებთ, რომ „თელასის" მენეჯერი ნიკა ლომინაძე ბახტრიონის ქუჩაზე მოკლული 2002 წელს იპოვეს. გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია ამ მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით 2006 წელს დააკავეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

გასულწელს კი, პროკურატურამ განაცხადა, რომ ახლადგამოვლენილი გარემოებებით მსჯავრდებულების ლომინაძის მკვლელობასთან შემხებლობა არ დასტურდება.

ნინო ექვთიმიშვილი

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი