უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 დეკემბერი, 2017 17:40
font-size

გიორგი კვირიკაშვილი აფგან მუხთარლის საქმეზე: ეს იყო ძალიან სერიოზული ჩავარდნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე შეკითხვა დაუსვეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე.

"ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ გიორგი კვირიკაშვილს აფგან მუხთარლის მოკითხვა გადასცა და პრემიერს წაუკითხა მუხთარლის ჩვენება, სადაც ის აღწერს როგორ მოხდა მისი გატაცება მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან.

ხოშტარია დაინტერესდა რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს აფგან მუხთარლის ჩვენება, როდესააც ის საუბრობდა, რომ გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ, მას თვალები აუხვიეს, რანდენიმე მანქანა გამოიცვალა და ა.შ.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს არის ძალიან სერიოზული ჩავარდნა და ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო.

„ეს საკითხი არის გამოძიების პროცესში, რამდენადაც თქვენ მოგეხსენებათ. ძალიან მძიმე საკითხია გეთანხმებით და იმასაც ვაღიარებთ, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული ჩავარდნა. არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ, რაც მოხდა თუმცა სიმართლე საბოლოო ჯერ არ გარკვეულა. თუმცა ფაქტი არის ძალიან დიდი ჩავარდნა და მე მგონი რეაგირება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა, როდესაც გათავისუფლებული იქნა როგორც კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი, ასევე სასაზღვრო პოლიცის უფროსი, იყო აბსოლუტურად ადეკვატური. მათი ბრალეულობა ჯერ არაფრით არ არის დადასტურებული, თუმცა მათ აიღეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაზე,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მოუწოდა დეპუტატებს, ნუ მიიღებენ მოცემულობად აფგან მუხთარლის განცხადებას, სანამ არ დასრულდება გამოძიება.

ჩემთვის ეს არ ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება - `ქართული ოცნების` წევრი ნინო წილოსანი თავის გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს

15 ნოემბერი, 2019 , 13:10

"ქართული ოცნების" წევრი ნინო წილოსანი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, თავის გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს. "მე ვარ მაჟორიტარი დეპუტატი, რომელმაც გუშინ მხარი არ დაუჭი

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა

15 ნოემბერი, 2019 , 13:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ და ელჩმა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს და არსებული

პროცედურები იძლევა საშუალებას, რომ კონსტიტუციური პროექტი განსახილველად დაბრუნდეს - ოთარ დანელია

15 ნოემბერი, 2019 , 12:45

პროცედურები იმის საშუალებას იძლევა, რომ კონსტიტუციური პროექტი განხილვაში დაბრუნდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოთარ დანელიამ განუცხადა. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, გუ

ფრაქცია „კონსერვატორებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

15 ნოემბერი, 2019 , 12:45

საპარლამენტო ფრაქცია „კონსერვატორებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს, – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ წევრმა, ზვიად ძიძგურმა განაცხადა. როგორც ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, „კონსე

ჩაშლილი კენჭისყრისთვის პასუხისმგებლობა აკისრიათ „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს - დევიდ კრამერი

15 ნოემბერი, 2019 , 11:00

დღევანდელი ჩაშლილი კენჭისყრისთვის პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აკისრიათ, რადგან მათ, როგორც ბლოკმა, არ მისცეს ხმა ცვლილებებს, ოპოზიციის დღევანდელ შედეგში დადანაშაულება არ

პროპორციული სისტემის ჩაგდება პუტინისთვის მირთმეული საჩუქარი იქნება, რაც გაანადგურებს საქართველოს პროგრესს - კონგრესმენი ადამ კინზინგერი

15 ნოემბერი, 2019 , 11:00

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩ