უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 ოქტომბერი, 2016 17:55
font-size

გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა.

ოფიციალური ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა.

მხარეებმა განიხილეს არსებული ეკონომიკური დერეფნების გაფართოებისა და ახალი ეკონომიკური დერეფნების განვითარების პერსპექტივა, რაც ტვირთბრუნვის გაზრდას შეუწყობს ხელს.

ყურადღება გამახვილდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტზე, რომლის მშენებლობის დასრულება უახლოეს მომავალში იგეგმება. შეხვედრისას აღინიშნა, რომ სარკინიგზო მაგისტრალი გაზრდის ტვირთნაკადს და მოიზიდავს დამატებით ტვირთს, როგორც ევროპიდან, ისე - აზიიდან.

მხარეები, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებში მოხდება იმ პროდუქციის იდენტიფიცირება, რომლის ექსპორტის პოტენციალიც ორი ქვეყნის ბაზარზე არსებობს.

საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას ინდუსტრიული მიმართულებით. საქართველომ, ინდუსტრიულ სფეროში აზერბაიჯანის გამოცდილების გაზიარებით დაინტერესება გამოთქვა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში დაგეგმილი შემდგომი ფორუმის შესახებ, რომელიც 16 ნოემბერს სტამბოლში, სამი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება.

დაგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი კვირა და ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით უნდა დავაგვირგვინოთ - მამუკა ხაზარაძე

24 ოქტომბერი, 2020 , 15:45

ზუგდიდში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, ზუგდიდის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ალექსანდრე ახვლედიანი, თამარ ბელქანია და გია ბარამია. წარუდგინა. ღო

მამუკა ხაზარაძე - არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება

23 ოქტომბერი, 2020 , 17:52

არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქუთაისში „ლელოს“ წევრების მხარდამჭერებთან შეხვედრის ღონისძიებაზე ვიდეომიმართ

სალომე სამადაშვილი თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს

23 ოქტომბერი, 2020 , 15:10

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს. ამის შესახებ სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საკუთარ

გინდოდათ ხალხის გაჭირვებაზე და შიშებზე ფული გეკეთებინათ, ჩვენ ყველაფერ ამას დავასრულებთ - მიხეილ სააკაშვილი

20 ოქტომბერი, 2020 , 17:40

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ“ საჩხერის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე წარუდგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად, შეკრებილ მოქალაქეებს უკრაი

8 წელიწადი მოგვპარეს, 8 წელიწადი მოპარეს ჩვენს შვილებს, 8 წელიწადი მოპარეს საქართველოს - გრიგოლ ვაშაძე

20 ოქტომბერი, 2020 , 17:10

ქვეყანას კორუმპირებული ხელისუფლება მართავს, რომლის ჯიბეშიც ილექება თითქმის მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი. ამიის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, საჩხერეში „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟ

გახარიამ თავისი თავი ამოწურა, წერტილი - გიორგი ვაშაძე

19 ოქტომბერი, 2020 , 16:15

პრემიერ-მინისტრმა თავისი თავი ამოწურა, რადგან ქვეყანაში სრული უმოქმედობაა, ეკონომიკა სრულად ჩამოშლილია და საქართველოში კრიზისმენეჯმენტი არ არსებობს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშ