უკან
საზოგადოება
27 აპრილი, 2018 16:50
გიორგი კვირიკაშვილი დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
,,დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი მთარგმნელის დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო.
ქალბატონმა დალიმ ჩვენს ქვეყანას დაუტოვა გერმანული ლიტერატურის შედევრების თარგმანები, რომლებიც ქართული მთარგმნელობითი სკოლის შესანიშნავი ნიმუშებია.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დალი ფანჯიკიძის ოჯახსა და ახლობლებს“, -
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მთარგმნელი დალი ფანჯიკიძე 25 აპრილს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.