უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 დეკემბერი, 2016 14:40
font-size

გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ელმარ ბროკს შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ელმარ ბროკს შეხვდა.

ოფიციალური ცნობით, მხარეებმა განიხილეს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე საკითხები და თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტთან ინტენსიური დიალოგის აუცილებლობაზე და ევროკავშირთან ასოცირების პროცესში ევროპარლამენტის აქტიურ როლზე. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესში ევროპარლამენტის მკაფიო მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში ყველა ვალდებულება და მოთხოვნა შეასრულა და იმედი გამოთქვა, რომ შემდგომი პროცესი შეუფერხებლად წარიმართება.

ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ დემოკრატიულ რეფორმებს, მათ შორის სასამართლო რეფორმას.

ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა, სადაც აისახა საქართველოს მოსახლეობის ნება.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დაესწრნენ.

ნათია თურნავა ბელარუსის პრემიერ-მინისტრს სერგეი რუმასს შეხვდა

19 თებერვალი, 2020 , 17:15

ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბელარუსის პრემიერ-მინისტრს სერგეი რუმასს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცე

„ქართული ოცნება“ წარმოადგენს, თავისი არსით და ბუნებით, კომუნისტურ, ნომენკლატურულ რევანშს „ვარდების რევოლუციის“ ფასეულობების წინააღმდეგ - გიორგი კანდელაკი

19 თებერვალი, 2020 , 17:15

,,საბჭოთა კავშირის ჰიმნი ქართულ ,,ოცნებას" ზედ აკვდება",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა. „საკუთარი თავის მოსულელება „ქართულ ოცნებას“ ხან კარგად გა

პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა - სალომე ზურაბიშვილი

19 თებერვალი, 2020 , 15:35

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების ირმა ნადირაშვილისა და ელენე ხოშტარიას 18 თებერვლის პერფორმანსს. „საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გა

ვერ მიაღწევენ ამ პრინციპით მოქმედებას, რომელსაც ჰქვია გათიშე და იბატონე -რომან გოცირიძე

19 თებერვალი, 2020 , 15:35

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ სხვადასხვა პარტიასთან ინდივიდუალური მოლაპარაკებით ვერ მიაღწევს ოპოზიციურ გაერთიანებაში ბზარი

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ვახტანგ გომელაური დაინიშნა

19 თებერვალი, 2020 , 10:55

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დაინიშნა, - ამის შესახებ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა კანონმ

50 მილიონი რომ გამქრალია თბილისის ბიუჯეტიდან ამაზე არავინ ვდავობთ, ამიტომ დააბრუნეთ - ბექა დავითულიანი

18 თებერვალი, 2020 , 19:33

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. საკრებულოს ინფორმაციით, ბექა დავითულიანმა თბილისის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`