უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

10 აგვისტო, 2017 12:56
font-size

გიორგი კვირიკაშვილი გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის ახალ გუბერნატორებს უახლოეს დღეებში დანიშნავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორების თანამდებობიდან წასვლას გამოეხმაურა.

პრემიერმა გია სალუქვაძესა და პაპუნა მარგველიძეს კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ყოფილი გუბერნატორები მმართველ გუნდში სხვა პოზიციაზე გააგრძელებენ საქმიანობას.

პრემიერი ახალ გუბერნატორებს რამდენიმე დღეში დანიშნავს.

“ჩვენ ყოველდღიურად შევდივართ ფაზაში, როდესაც არის ახალი გამოწვევები, გვაქვს სივრცითი განვითარების ძალიან ამბიციური პროგრამა. ასეთი ცვლილებები არის ძალიან ბუნებრივი. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა გია სალუქვაძეს და პაპუნა მარგველიძეს ძალიან კარგი მუშაობისთვის. ისინი არიან ძალიან კარგი ადამიანები, ჩვენი გუნდის წევრები და დარწმუნებული ვარ, ჩვენ გუნდში სხვა პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას. მინდა მათ წარმატება ვუსურვო. რამდენიმე დღეში წარმოგიდგენთ ამ ორ რეგიონში ახალ რწმუნებულ-გუბერნატორებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ტყიბულში ჩასული სპეციალისტები ტექნიკურ დოკუმენტაციას სწავლობენ

16 ივლისი, 2018 , 16:35

ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე ჩავიდა. მისი თქმით, ის მონაკვეთი, სადაც 4 მუშა

მინდელის შახტის ადმინისტრაციის ყველა პასუხისმგებელი პირი გამოკითხვაზეა გადაყვანილი პოლიციის განყოფილებაში - ბესიკ ამირანაშვილი

16 ივლისი, 2018 , 12:50

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, მინდელის შახტის ადმინისტრაციის ყველა პასუხისმგებელი პირი გამოკითხვაზეა გადაყვანილი პოლიციის განყოფილებაში. შსს-

მინდელის შახტის ის უბანი, სადაც დღეს ტრაგედია დატრიალდა, დალუქული იყო და გუშინ გაიხსნა

16 ივლისი, 2018 , 11:50

ტყიბულში, მინდელის შახტის ის უბანი, სადაც დღეს ტრაგედია დატრიალდა, დალუქული იყო და გუშინ გაიხსნა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა იმავე უბანზე მოხდა, სადაც 5 აპრილს მომხდარ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. შეგ

ბათუმის აეროპორტში მგზავრმა იმშობიარა

16 ივლისი, 2018 , 11:50

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრმა იმშობიარა. ურალის ავიახაზების მგზავრს, რომელიც ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა, გაფრენის დარბაზში ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ინფორმაციას თავად აეროპორტი ავრცელებს. მშო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე ტყიბულში გაემგზავრნენ

16 ივლისი, 2018 , 11:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე ტყიბულში გაემგზავრნენ, სადაც დღეს დილით ტრაგიკული შემთხვევა მოხდა მინდელის შახტაში. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია ოთხ

მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა - შსს

16 ივლისი, 2018 , 10:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინდელის შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. აფეთქების შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავებულია 6 ადამიანი. “მიმდინარე

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან