უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 დეკემბერი, 2016 14:25
font-size

გიორგი კვირიკაშვილი პაოლო ჯენტილონის იტალიის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პაოლო ჯენტილონის იტალიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მისალოც წერილში, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა იტალიელ კოლეგას გაუგზავნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პაოლო ჯენტილონის თბილისში ვიზიტს იხსენებს, რომელსაც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

„დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას, ნათლად გამოჩნდა ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება იტალიის მიმართ და ის უდიდესი მნიშვნელობა, რომელსაც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ვანიჭებთ. ჩვენ დიდად ვაფასებთ იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ასევე თქვენს მნიშვნელოვან დახმარებას ჩვენი შიდა რეფორმების განხორციელებაში და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმაში”,- ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის წერილში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ დიდად აფასებს პაოლო ჯენტილონის პირად წვლილს, ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში.

„დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობა ახალ მნიშვნელობას შეიძენს და გაჩნდება ბიძგი, რომელიც გამორჩეულად სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნებისათვის. მჯერა, თქვენი ლიდერობით, ახალი მთავრობა წარმატებით მიაღწევს იტალიის მიზნებს“, - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

გუშინდელი ჩემი განცხადება ვიღაცამ ისე გაიგო, რომ დღეს ვაპირებდით პარლამენტიდან გასვლას, არა, ბატონებო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ - მამუკა ხაზარაძე

24 ივნისი, 2021 , 15:05

გუშინდელი ჩემი განცხადება ვიღაცამ ისე გაიგო, რომ დღეს ვაპირებდით პარლამენტიდან გასვლას, არა, ბატონებო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ, არ დაგტოვებთ იმ ხალხს, ვისაც ჩაფიქრებული აქვს, რომ დოკუმენტს გაუკეთოს ობსტრუქცია, – ა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხს ოქტომბერში მივუბრუნდებით - ირაკლი კობახიძე

24 ივნისი, 2021 , 14:55

 პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხს პარლამენტი ოქტომბერში მიუბრუნდება.

შეიძლება დღის წესრიგში დადგეს იმ მოსამართლეებთან მიმართებით სანქციების შემოღების აუცილებლობა, ვინც „კლანის“ არსებობას უწყობს ხელს - სალომე სამადაშვილი

24 ივნისი, 2021 , 12:06

შეიძლება დღის წესრიგში დადგეს იმ მოსამართლეებთან მიმართებით ტარგეტირებული სანქციების შემოღების აუცილებლობა, ვინც „კლანის“ მუშაობას და მის არსებობას უწყობს ხელს, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნ

პარლამენტმა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

24 ივნისი, 2021 , 11:32

საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმა

საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის და ამ ისტორიულ ურთიერთობებს საფრთხეს ვერავინ შეუქმნის - სალომე ზურაბიშვილი

24 ივნისი, 2021 , 09:38

საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის და ამ ისტორიულ ურთიერთობებს საფრთხეს ვერავინ შეუქმნის, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა. სალომე ზურაბიშვილმა შეაჯამა კიევში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში

დღეს გვაერთიანებს არა მხოლოდ ჩვენი საუკუნოვანი მეგობრობა, არამედ პარალელური ამოცანები და ერთობლივი მიზნები - სალომე ზურაბიშვილი

23 ივნისი, 2021 , 16:23

ჩვენი გზა დეოკუპაციისკენ ნათელია, ეს არის მშვიდობიანი გზა. ამ მიმართულებით საქართველომ გააკეთათავისი განაცხადი და უარი თქვა ნებისმიერი ძალის გამოყენებაზე. მინდა მოვუწოდო რუსეთს, იგივე გზას გაყვეს, - ამის შესახებ საქართვე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი