უკან
საზოგადოება
16 თებერვალი, 2017 14:45
გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის მოსანახულებლად ბერლინის კლინიკაში მივიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ბერლინის Helios berlin bux-ის კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
მთავრობის მეთაური საქართველოს კათალიკოს პატრიარქს მოინახულებს.
მთავრობის მეთაური გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, თუმცა, დაგეგმილზე ადრე, ბერლინში, სწორედ პატრიარქის მოსანახულებლად ჩავიდა.
ილია მეორეს ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე, ლაპარასკოპიული მეთოდით ჩაუტარდა.
ნინო ექვთიმიშვილი