უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
არქივი
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი სერჟ სარგსიანის პირისპირ შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს პირისპირ შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ მაღალი დონის ვიზიტების ფარგლებში გამართული შეხვედრები ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების გამტკიცებას შეუწყობს ხელს.
„ორი ქვეყნის ურთიერთობებში პოზიტიური და დადებითი დინამიკაა, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების თვალსაზრისით. მე მქონდა საშუალება პრემიერ-მინისტრთან განმეხილა ძალიან საინტერესო საკითები, რაც ვიმედოვნებ, კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას,“- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისრტრმა.
საუბრისას სომხეთის პრეზიდენტრმა სერჟ სარგსიანმა ეკონომიკურ და ტურისტულ სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება. მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარებაც მიმოიხილეს და აღნიშნეს, რომ სტაბილურ გარემოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნების ეკონომიკური კეთილდღეობისთვის.