უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 ოქტომბერი, 2017 11:25
font-size

გიორგი კვირიკაშვილი თხოვნით მიმართავს ყველა პირს, ვისაც ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თხოვნით მიმართავს ყველა პირს, ვისაც ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია აქვს, ის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიაწოდონ.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 1992-93 წლებისა და 2008 წლის ომის შედეგად, 2400-ზე მეტი ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგული და ბევრი ოჯახი ელოდება თავიანთ საყვარელ ადამიანებს, რომელთა ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცის.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2010 წლიდან დღემდე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, 110-მა ოჯახმა შეიტყო დაკარგული ოჯახის წევრისა და ახლობლის ხვედრისა და ადგილსამყოფელის შესახებ, დღეს კი ამ რიცხვს კიდევ 25 ოჯახი შეემატა.

„ასობით ოჯახი კი, 20 წელიწადზე მეტია, დღესაც ეძებს მათ საყვარელ ადამიანს, ოჯახის წევრს. მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო ყველა იმ პირს, ვისაც გააჩნია რაიმე სახის ინფორმაცია, მიაწოდოს ის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, თბილისში, მოსაშვილის #24-ში მდებარე ოფისში. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც სრული უფლება აქვს, დაიცვას მიწოდებული ინფორმაციისა და წყაროს კონფიდენციალურობა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი დაკარგულის შესახებ, იქნება ეს აფხაზი, ოსი თუ ქართველი, საქართველოს ნებისმიერი დაკარგული მოქალაქის შესახებ ინფორმაცია, არსებობის შემთხვევაში, მიაწოდოთ ამ ორგანიზაციას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გაწეული უმნიშვნელოვანესი სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი