უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

13 სექტემბერი, 2017 09:07
font-size

გიორგი კვირიკაშვილმა აჭარაში მერობის კანდიდატები წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, აჭარის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მერობის კანდიდატი ექვსივე მუნიციპალიტეტში ეყოლება.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ბათუმის მერობისთვის ლაშა კომახიძე, ხოლო ქობულეთში მირიან ქათამაძე იბრძოლებენ. ქედაში ლევან გორგილაძის, შუახევში კი ფრიდონ ფუტკარაძის კანდიდატურები დასახელდა. ხელვაჩაურში მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე, ხულოში გოჩა მელაძე იქნებიან.

როგორც პრემიერ-მინისტრმა კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, „ქართული ოცნება“ ამ ადამიანებს სრულ ნდობას უცხადებს. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ისინი არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ.

მთავრობის მეთაურმა მერობის კანდიდატები უკვე წარადგინა იმერეთში, კახეთსა და გურიაში. პრემიერი კანდიდატებს, საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში წარადგენს.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

21 ნოემბერი, 2017 , 23:05

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. მათივე ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფე

ზუგდიდის მერმა შვედეთის დელეგაციას უმასპინძლა

21 ნოემბერი, 2017 , 17:40

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ, შვედეთის ქალაქ მოლნდალის დელეგაციას უმასპინძლეს - ამიშ შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მ

„ნაციონალური მოძრაობის“ 4-კაციანი ფრაქცია პატარა ოთახშიც მოთავსდება - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე

21 ნოემბერი, 2017 , 13:01

ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებს

ხობში მონადირეებმა მგელი მოკლეს

21 ნოემბერი, 2017 , 12:10

ხობში, სოფელ ნოჯიხევის მოსახლეობა მგლების თავდასხმაზე საუბრობს და სანადირო ლიცენზიების დამატებით გაცემას ითხოვს. სოფლის საძოვარზე ადგილობრივებმა მგელი მოკლეს, რომელიც საქონელს დაესხა თავს. შემთხვევა ცენტრალური მაგისტრალი

ზუგდიდში სასაფლაოზე სავარაუდოდ, მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

21 ნოემბერი, 2017 , 10:50

ზუგდიდში, ე.წ. „ქაფათის“ სასაფლაოზე სავარაუდოდ 30 წლამდე მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამჟამად, ცხედარს იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზა უტარდება. უცნობი მამაკაცი, რომელიც დაახლოებით 50 სანტიმეტრის სიღრმ

ბათუმში 24 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

20 ნოემბერი, 2017 , 15:55

ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, 24 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. როგორც მედიანიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი მონაცემებით გარდაცვლილ ახალგაზრდა ქალს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. უწყები