უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

14 მარტი, 2018 11:55
font-size

გიორგი კვირიკაშვილმა „საქართველოს კაპიტალის“ მიერ ევროობლიგაციების ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსება მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „საქართველოს კაპიტალის“ მიერ 300 მლნ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსებას გამოეხმაურა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა.

„ეს არის პირველი ფაქტი, როდესაც საქართველოში არსებულმა არასაფინანსო კომპანიამ, საინვესტიციო ბიზნეს ჰოლდინგმა - „საქართველოს კაპიტალი“, 300 მლნ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები განათავსა ირლანდიის საფონდო ბირჟაზე. ეს არის 300 მლნ დოლარი, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით შემოვა საქართველოში და დაბანდდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა : ტურისტული ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, მეღვინეობა და სხვა სექტორების განვითარება. ნამდვილად, მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის.

BGEO Group-თან ერთად ჩვენ დღეს გვექნება შეხვედრა. მინდა, მივულოცო ჯგუფს ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება - არა მხოლოდ მათთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

თბილისში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი იმართება

15 დეკემბერი, 2018 , 17:20

15-16 დეკემბერს, თბილისში, საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი იმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია „ქართული ღვინო“, მხარდამჭერები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღ

ტექნოპარკში ProductTank ღონისძიებების სერია იწყება

15 დეკემბერი, 2018 , 14:50

2018 წლის 15 დეკემბერს, 16:00 საათზე ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7) ProductTank ღონისძიებების სერია იწყება, რომელიც თბილისი სტარტაპ ბიუროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიებ

თიბისის ახალი სათავო ოფისის - “თბილისის ბიზნესცენტრის” მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონია გაიმართება

15 დეკემბერი, 2018 , 14:10

17 დეკემბერს, 13:00 საათზე, თიბისის ახალი სათავო ოფისის - “თბილისის ბიზნესცენტრის” მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას თიბისის დამფუძნებლები და მერიის წარმომადგენლები დაესწრებიან. მ

ახალი სტარტაპები ჩვენი ქვეყნის განვითარების საწინდარია - გიორგი ქობულია

15 დეკემბერი, 2018 , 13:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მონაწილეობა მიიღო „თიბისი ბანკის“ მიერ ორგანიზებული ბიზნესდაჯილდოების ცერემონიაში და ნომინაციაში "წლის ქართული პროდუქტი" გამარჯვებული კომპანიის "გ

საქართველოში პირველად ხელი მოეწერა საკონსერვაციო შეთანხმებებს

15 დეკემბერი, 2018 , 13:15

საქართველოში პირველადხელი მოეწერა საკონსერვაციო შეთანხმებებს, რომელიც ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასა და სახეობებისათვის მნიშვნელოვანი ჰაბიტატების (ბუნებრივი გარემო) დაცვის მართვის პროცესში ადიგენის 4 თემის ადგილობრივი

გიორგი ქობულია სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

15 დეკემბერი, 2018 , 13:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის წევრი იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებმაც მინისტრს რამდენიმე დღის წინ წერილით მიმართეს და სადაზღვევო ბაზრის გან

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`