უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

14 მარტი, 2018 16:50
font-size

გიორგი კვირიკაშვილს ჟენევის ფორმატისადმი სწორი დამოკიდებულება აქვს და მას მხარს ვუჭერთ - იან კელი

მიმაჩნია, რომ გიორგი კვირიკაშვილს ჟენევის ფორმატისადმი სწორი დამოკიდებულება აქვს და რა თქმა უნდა, მას მხარს ვუჭერთ, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ამერიკის საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ვიდეოკონფერენციისას.

როგორც იან კელიმ აღნიშნა, ქართულ საზოგადოებაში არის გარკვეული იმედგაცრუება, რომ ჟენევის ფორმატით ვერ ხდება იმ მიზნების მიღწევა, რასაც ის ემსახურება.

„ჩვენ უკვე ვმონაწილეობთ ჟენევის ფორმატში. მოგეხსნებათ, წელიწადში ოთხჯერ არის ეს შეხვედრები. ჩვენ ვმონაწილეობთ უმაღლეს დონეზე. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ საზოგადოებაში არის გარკვეული იმედგაცრუება ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ამ ფორმატით ვერ ხდება იმ მიზნების მიღწევა, რასაც ემსახურება – შეწყდეს ე.წ. ბორდერიზაცია, აღდგეს სავაჭრო კავშირები მოსახლეობას შორის და ასე შემდეგ.

შედეგი არის ის, რომ პროგრესი ვერც ერთი მიმართულებით ვერც ჩვენ და ვერც ქართულმა მოსახლეობამ ვერ დაინახა. მიმაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს სწორი მიმართება ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ, რა თქმა უნდა, მას მხარს ვუჭერთ.

ასეთი ტიპის ფორმატებში აუცილებელია, ჩართულნი იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ გადაწყვეტილების მიღების საშუალება. რა თქმა უნდა, მონაწილეებს სურთ პროგრესი, თუმცა გვჭირდება გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები.

რაც შეეხება ჩვენს ჩართულობას, ამასთან დაკავშირებით გავივლით კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრთან, თუ სად ხედავს ჩვენ როლს ამ მიმართულებით“, – განაცხადა იან კელიმ.

`ამორალურია, როდესაც სალომე ზურაბიშვილს დეზინფორმაციას უგორებენ ის ადამიანები, რომლებმაც აგვისტოს ომში სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი` - არჩილ თალაკვაძე

22 სექტემბერი, 2018 , 18:46

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამორალურია, როდესაც სალომე ზურაბიშვილს დეზინფორმაციას უგორებენ ის ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ომში სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი. მისი თქმით, საქართვ

ივანიშვილი არ არის ის კაცი ან კანაფზე ფიქრობდეს ან ოპიუმის ყაყაჩოზე – მეუფე იაკობი

22 სექტემბერი, 2018 , 18:22

ივანაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც კანაფზე ფიქრობს და ეს იდეა ვიღაცამ შესთავაზა - ამის სესახე მეუფე იაკობმა ტელეკომპანია “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ” თუ საჭირო გახდებოდა ერთჯერ

გამოვრიცხავ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობას, რადგან მან უზრუნველყო ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება - ირაკლი კობახიძე „ომეგას“ საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 16:35

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლება ქვეყანაში კორუფციას არ დაუშვებს.

მოვუწოდებ ყველას, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდონ გამოძიებას - არჩილ თალაკვაძე “ომეგა ჯგუფის” საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე საუბრისას მოუწოდა ყველას, რომ ამასთან დაკავშირებით რამე ინფორმაციის

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ დასცინოს ქისტებს და დააპირა, რომ აქ ჩაეტარებინა სახალხო დღესასწაული - ელისო კილაძე

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

„ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ დასცინოს ქისტებს და დააპირა, რომ აქ ჩაეტარებინა სახალხო დღესასწაული პანკისობა 2018,“ - ეს განცხადება გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ, პანკისის ხეობაში გაა

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი უკანონო გარიგებებში მონაწილეობას უარყოფს

22 სექტემბერი, 2018 , 15:20

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი უკანონო გარიგებებში მონაწილეობას უარყოფს . მისი ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი კვლავ ირწმუნება რომ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელთან შეხვედრაზე უშუალოდ ჩხარტიშვილის მხრიდან არ ყოფილა ნახსენე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`