უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

26 ოქტომბერი, 2017 16:50
font-size

გიორგი ლაცაბიძემ ,,ომეგას“ წარმომადგენლს უთხრა, რომ უნდა დაეთმოთ იბერია ტვ - მოწმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას’’ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე, მოქმედი პროკურორი ბაკურ ჩიქოვანი დაიკითხა, რომელიც 2004 წელს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მუშაობდა და “ომეგა ჯგუფის” საქმის პროკურორი იყო. კერძოდ, საუბარია, “ომეგა ჯგუფში” შემავალი კომპანიების დავალიანების საქმეზე.

როგორც მოწმე იხსენებს, ომეგას საქმეზე მუშაობის ფარგლებში მას არაერთი შეხვედრა ჰქონდა კომპანიის წარმომადგენელთან ლევან აღდგომელაშვილთან და ადვოკატებთან: შალვა შავგულიძესა და სოსო ბარათაშვილთან, რომლებიც მისი თქმით, რეგულარულად ეკონტაქტებოდნენ მას ტელეფონით და ხშირად მიდიოდნენ პროკურატურაში.

როგორც ბაკურ ჩიქოვანმა აღნიშნა, მას უშუალოდ “იბერია ტვ”-ს შესახებ არაფერი სმენოდა 2004 წლის სექტემბერამდე, როდესაც მისი თქმით, პირველად შეიტყო, რომ ტელეკომპანია ,,იბერია“ “ომეგა ჯგუფის” შემადგენლობაში შედიოდა.

ჩიქოვანის თქმით, ხსენებულ პერიოდში გენერალური პროკურორის იმჟამინდელი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძისგან მიიღო დავალება, რომ მასთან მიეყვანა ,,ომეგას“ წარმომადგენელი, ლევან აღდგომელაშვილი.

მოწმე ამბობს, რომ პროკურატურაში სწორედ გენერალური პროკურორის მოადგილის კაბინეტში შედგა შეხვედრა ლევან აღდგომელაშვილსა და გიორგი ლაცაბიძეს შორის, რომელსაც თავად ჩიქოვანიც ესწრებოდა.

,,იქ წავიდა საუბარი და მაშინ გავიგე პირველად, რომ აღდგომელაშვილი ,,იბერიასთან“ დაკავშირებით იყო დაბარებული. ლაცაბიძემ უთხრა, უნდა დათმოთ იბერია ტვ, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მახსოვს, 17 მილიონიანი დავალიანების რესტრუქტურიზაცია არ მოხდება, არც ფაბრიკა არ ამუშავდებაო. მივხვდი, რომ აღდგომელაშვილი თავად არ წყვეტდა ამ საკითხს და ხელმძღვანელობისთვის უნდა გადაეცა. ამ შეხვედრის შემდეგ კვლავ მოვიდნენ ლაცაბიძესთან, აღდგომელაშვილს მოყვა სოსო ბარათაშვილი და თქვეს, რომ თანახმანი იყვნენ. სოსო ბარათაშვილს თან ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტები“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ლაცაბიძის წინადადებას ულტიმატუმის ფორმა ჰქონდა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ამის შემდეგ კვლავაც გიორგი ლაცაბიძის დავალებით, მან პირადად მიიყვანა ლევან აღდგომელაშვილი და სოსო ბარათაშვილი მარეგულირებელი კომისიის იმდროინდელ ხელმძღვანელთან, დიმიტრი ქიტოშვილთან, თუმცა აღიშნულ შეხვედრას, მოწმის თქმით, თავად აღარ დასწრებია.

,,თვითონ შევიდნენ ქიტოშვილთან. მოგვიანებით, გავიგე, რომ ,,იბერიას“ ლიცენზიის დათმობა მოხდა “, - აღნიშნა მოწმემ.

ამასთან, როგორც ჩიქოვანი ამბობს ,,ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიებისთვის დაკისრებული დავალიანება, კერძოდ კი, რევიზიის აქტის სისწორე მისთვის უცნობია, ვინაიდან შესაბამისი განათლება არ გააჩნია.

,,ხელმოწერილი აქტით ვიხელმძღვანელე. საგადასახადო განათლება მე არ მქონდა და მის სისწორეზე პასუხს თავად რევიზორები აგებდნენ“, - აღნიშნა მოწმემ.

აქვე, ბაკურ ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რესტრუქტურუზაციის პროცესში უშუალოდ იყო ჩართული თავად იმჟამინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი.

“იბერია ტვ”-ს საქმეზე მომდევნო სხდომა 14 ნოებრის 15:00 საათისთვის ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.

ნინო ექვთიმიშვილი

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ა.გ.-ს ბრალდება წარუდგინა

25 ნოემბერი, 2020 , 16:30

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე ა. გ.-ს ბრალდება წარუდგინა.

ევროპულ სასამართლოსთან ერთი მნიშვნელოვანი თხოვნა მაქვს - საქმე გამოძიებას ხელმეორედ დაუბრუნდეს, დაისაჯოს ყველა ადამიანი - მალხაზ მაჩალიკაშვილი

25 ნოემბერი, 2020 , 14:50

სახელმწიფომ პირდაპირ უარი თქვა ჩემ საქმეზე, პირდაპირ შეწყვიტეს გამოძიება, ღმერთის ძალით გამოჩნდა ორგანიზაცია, რომელმაც სტრასბურგში გაგზავნა ეს საქმე და დაგვიტოვა იმედი, რომ ამ კითხვებს პასუხები გაეცემა, - ამის შესახებ მა

„შესანიღბად ერთ-ერთი საკურიერო მომსახურების ზურგჩანთასა და სკუტერს იყენებდა“ - დაკავებულია ნარკორეალიზატორი

25 ნოემბერი, 2020 , 11:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შე

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

23 ნოემბერი, 2020 , 13:05

ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თავს დაესხა და მძევლები აიყვანა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის საქმეზე ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, რომელიც შეისწავლის დაკავებულის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს - პროკურატურა

22 ნოემბერი, 2020 , 16:31

საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ლ.ზ.-ს ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას, – ინფ

პირველადი ინფორმაციით ოფისში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი - შსს ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

20 ნოემბერი, 2020 , 17:59

წერეთლის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს. "პოლიცია მობილიზებულია თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისთან. პირველადი ინფორმაციით ოფისში შეიარაღე