უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 თებერვალი, 2018 12:30
font-size

გიორგი ლიპარტელიანი სალომეს რომ არ დაჯახებოდა, აუცილებლად დაეჯახებოდა და მოკლავდა ვინმე სხვის შვილს - 2 წლის წინ გუდაურში დაღუპული სალომე ტატიშვილის დედა

გუდაურში 2016 წლის 10 იანვარს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული 12 წლის სალომე ტატიშვილის დედამ, ნინო ჟვანიამ განცხადება გაავრცელა. როგორც ჟვანიამ დაწერა, 2 წლის შემდეგ მისი შვილის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გაამართლა.

2 წლის წინ სალომე ტატიშვილი თავის ორ დასთან და სპორტული სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად გუდაურის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ტრასაზე, კუდები სამზე სრიალებდა, რა დროსაც მას დიდი სისწრაფით შეეჯახა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ლიპარტელიანი. არასრულწლოვანი ადგილზევე დაიღუპა.

ტატიშვილის დედის განცხადებით, ლიპარტელიანის ოჯახი ზეწოლას ახდენდა მოსამართლეებსა და მოწმეებზე. ჟვანიას თქმით, მათ უკვე გაასაჩივრეს მოსამართლის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში.

„ორ წელზე მეტი გავიდა გუდაურში სალომეს გარდაცვალებიდან. უპასუხისმგებლო და უტიფარი მოსრიალე დაეჯახა, დალეწა და ადგილზე მოკლა 12 წლის მზესავით ბავშვი, საკუთარი დებისა და მეგობრების თვალწინ. მოდიოდა ნასვამი, აწყვეტით, პირდაპირი დაშვებით, ჯოხების გარეშე. დაეჯახა ზურგიდან, მიაყენა უმძიმესი დაზიანებები და შანსი არ დაუტოვა.

ამ ფაქტზე საქმე, რა თქმა უნდა, აღიძრა. თუმცა, მე თვეზე მეტი ამისთვის არ მეცალა - ჩემი დარდი და განცდები მქონდა. ამას თან ერთვოდა ჩემი დანარჩენი შვილების მდგომარეობა - ერთ დღეში მთლიანად შეეცვალათ სამყარო, მოლოდინები და მომავალი... ერთ დღეში გაიზარდნენ და დასევდიანდნენ.

დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ, როცა დავინტერესდი, სად იყო იმის დედა, ვინც დაეჯახა სალომეს, ან მამა, მათი ოჯახის რომელიმე წევრი, რატომ არცერთი არ მოვიდა ჩვენთან, ჩვენსავით განადგურებული, სამძიმრის სათქმელად, აღმოვაჩინე, რომ ამ დანაშაულის ჩადენიდან პირველივე წუთებში გიორგი ლიპარტელიანის ოჯახი განცდებისა და სინანულის მაგივრად გამალებით ცდილობს თავის დაძვრენასა და პასუხისმგებლობისგან გაქცევას. პირველად ცხოვრებაში შევეჯახე ხალხის ისეთ კატეგორიას ამ ოჯახის სახით, რომელსაც მსგავსი ტრაგედიის შემდეგ სურს, ჩვეულებრივად გააგრძელოს ცხოვრება. დარბიან გამოძიებაში, პროკურორებთან, ზეწოლას ახდენენ მოწმეებზე და ყველა ძალას ხმარობენ, რომ საქმე შეწყდეს. ხუთი თვე დასჭირდა ბრალის წაყენებას და საქმის სასამართლომდე მიტანას, მთელი ხუთი თვე, როცა ყოველ მეორე დღეს ხან მცხეთაში და ხან გორში (თბილისში გადმოტანამდე საქმეს იძიებდა მცხეთა-მთიანეთის პროკურატურა), გვიბარებდნენ გამომძიებლები მე, მერაბსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელ ადვოკატს, რომელიც ჩვენი უფლებადამცველია ამ საქმეში, რაღაც ზღაპრებს გვიყვებოდნენ იმ იმედით ალბათ, რომ დავიღლებოდით და ხელს ჩავიქნევდით.

სასამართლოში ლიპარტელიანის დაცვის სტრატეგია იყო აბსურდული, არათანმიმდევრული და უსუსური. მათ არ წარმოუდგენიათ არცერთი მოწმე, მაშინ, როდესაც ბრალდების მხარის 20-ზე მეტმა მოწმემ მისცა ერთმანეთთან თანხვედრაში მყოფი ჩვენებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეასკდა აწყვეტით მოსრიალე ლიპარტელიანი სალომეს ზურგში. მთელი პროცესის განმავლობაში ლიპარტელიანი იყენებდა დუმილის უფლებას, რაც, სხვათა შორის, ხელს არ უშლიდა სიცილში. სასამართლოს მიმდინარეობისას საქმეში არსებული მტკიცებულებების, მოწმეების ჩვენებებისა და დაცვის მხარის არაარგუმენტირებული სტრატეგიის ფონზე, აშკარა იყო გაუფრთხილებლობით სალომეს სიცოცხლის მოსპობის ფაქტი და დარწმუნებულები ვიყავით, რომ მოსამართლე გამოიტანდა ერთადერთ სამართლიან განაჩენს - გამამტყუნებელს.

თუმცა, ბესიკ ბუგიანიშვილმა თავისი აბსურდული, ცინიკური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული გამამართლებელი განაჩენით გვითხრა, რომ გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული ჩვენ ქვეყანაში არ ისჯება, რომ გუდაურში, ბაკურიანსა და სხვაგან კვლავ გაგრძელდება მთვრალების აწყვეტით სრიალი, მათ მიერ ხალხის დალეწვა, დაზიანება და ამას უბედური შემთხვევა დაერქმევა, რომელზეც არავინ აგებს პასუხს.

რა თქმა უნდა, ამ საქმეს ასე არ დავტოვებ. საჩივარი უკვე შევიტანეთ სააპელაციოში და ველოდებით პირველი სხდომის ჩანიშვნას. მაგრამ საქალაქო სასამართლოში მიღებული საშინელი გამოცდილების ფონზე, ნამდვილად აღარ მჯერა სამართლიანი განაჩენის. გიორგი ლიპარტელიანი სალომეს რომ არ დაჯახებოდა, აუცილებლად დაეჯახებოდა და მოკლავდა ჩემს რომელიმე სხვა შვილს ან ვინმე სხვის შვილს. ამ საქმეში სამართლიანობისთვის ბრძოლაში მე ჩემს პასუხისმგებლობას ვგრძნობ არა მხოლოდ სალომესა და ჩემი დანარჩენი შვილების, არამედ სალომეს ყველა მეგობრისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც კვლავ გახდება ასეთი დანაშაულის მსხვერპლი. ბავშვები, რომლებიც ამ ამბავს შეესწრნენ, ამ ქვეყნის მომავალია და აქ უნდა იცხოვრონ. მოსამართლის განაჩენით სახელმწიფომ მათ თავხედურად და ცინიკურად უთხრა, რომ, რაც თავისი თვალით ნახეს, თურმე სიმართლე არ ყოფილა და არ მომხდარა.

ეს საქმე უნდა გახდეს პრეცედენტული, ხვალ და ზეგ მთაზე სხვისი გაუფრთხილებლობით დაშავებულმა ადამიანმა თამამად უნდა მიაკითხოს გამოძიებას, მოითხოვოს უპასუხიმგებლობისთვის პასუხი და ჰქონდეს სამართლიანი განაჩენის იმედი“, - დაწერა ჟვანიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი