უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

14 დეკემბერი, 2016 09:13
font-size

გიორგი ლომია-დიმიტრი ქუმსიშვილს: თუ ჩვენ, უფილტრო სიგარეტზე 40%-ით ვზრდით ფასს და ფილტრიანზე 20%-ით, მაშინ გაუგებარია ვის ვეხმარებით

გუშინ, პარლამენტში 2017 წლის ბიუჯეტის განხილვა უმცირესობის სხდომის ფორმატში გაიმართა.

2017 წლის ბიუჯეტი ფრაქცია „ საქართველოს პატრიოტებს“ ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააცნო.

„საქართველოს პატრიოტების“ ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია, თამბაქოს აქციზზე ფასის ზრდით დაინტერესდა და ქუმსიშვილს კითხვით მიმართა.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ აქციზის ზრდა გამოიწვევს პროდუქტებზე ფასების მომატებას. სიგარეტზე აქციზის ზრდა ჩემთვის გაუგებარი და ალოგიკურია. თუ ჩვენ, უფილტრო სიგარეტზე 40%-ით ვზრდით ფასს და ფილტრიანზე 20%-ით, მაშინ გაუგებარია ვის ვეხმარებით. უფილტრო სიგარეტს ხელმოკლე ადამიანები ეწევიან, ესეიგი მათ გადახდის უნარი არ გააჩნიათ, ანუ ჩვენ მათ ვუმატებთ, ვუორმაგებთ ფასს და ადამიანს, რომელიც ეწევა „პარლამენტს“, „ვინსტონს“ და ასე შემდეგ, მას ხელს ვუწყობთ და მხოლოდ 20%-ით ვუზრდით ფაასს? თუ მაინც და მაინც ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანია ეს 60%, მაშინ იქნებ 10% მოუმატოთ უფილტროს და 50% გადავიტანოთ ფილტრიან სიგარეტზე“,-აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, მთავრობამ განაცხადა, რომ თამბაქოზე აქციზის ზრდამ ხელი უნდა შეუწყოს მწეველთა რიცხვის შემცირებას.

„მაშინ ამ ლოგიკით, ნავთობზე ფასის ზრდამ უნდა შეუწყოს ხელი მანქანების რაოდენობის შემცირებას ქალაქში, რაც პოზიტიურია, იმიტომ რომ ნაკლები საცობები იქნება. ისევ ამ ლოგკით, პროდუქტზე ფასის ზრდამ ხელი უნდა შეუწყოს ადამიანებს, რომ არ გასუქდნენ და კარგ ფორმაში იყვნენ. თუ ჩვენ ამ პოზიტივით ვუყურებთ ყველაფერს, მაშინ ეს სასაცილოა“,-განაცხადა ლომიამ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8299 ლარი გახდა

21 თებერვალი, 2020 , 17:50

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8299 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8265 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა

21 თებერვალი, 2020 , 14:30

გალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეექვსედ გახდა. „Globa

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ თურქეთში ევროპის საავიაციო ფორუმში მონაწილეობს

21 თებერვალი, 2020 , 14:30

თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში ევროპის ყოველწლიური საავიაციო ფორუმი CONNECT 2020 მიმდინარეობს. რიგით მე-17 ფორუმში 50 ქვეყნის 65 ავიაკომპანიისა და 260 აეროპორტის 650 ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. საქართველოს ფო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups შემოდის

21 თებერვალი, 2020 , 12:10

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მსოფლიო ბაზარზე ტოპ აქსელერატორი 500 Startups საქართველოში შემოდის. შესაბამისი სამმხრივი ხელშეკრულება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, 500 Startups-სა და საქართველოს ბან

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8265 ლარი გახდა

20 თებერვალი, 2020 , 17:44

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8265 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8422 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

20 თებერვალი, 2020 , 17:25

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა უწყებაში არსებულ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`