უკან

პოლიტიკა

26 ივლისი, 2017 16:50
font-size

გიორგი ლომია ირაკლი ლატარიას წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სარჩელს შეიტანს

პარლამენტის წევრი ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტებიდან“ გიორგი ლომია ყოფილი თანაპარტიელის, ირაკლი ლატარიას წინააღმდეგ ცილისწანმებისთვის სარჩელს შეიტანს.

,,დღეს ყველა სხვის ხარჯზე საკუთარი თავის პიარით არის დაკავებული,“ - ასე უპასუხა "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა გიორგი ლომიამ პარტიის ყოფილი წევრის, ირაკლი ლატარიას ბრალდებას, წამებასა და გატაცებასთან დაკავშირებით.

დეპუტატი ყოფილი თანაპარტიელის ბრალდებას უარყოფს.

"როდესაც ასეთ ბრალდებას დებ, მოტივი ხომ უნდა არსებობდეს. როდესაც ამბობ, რომ გაგიტაცეს, გაწამეს, იმასაც ხომ უნდა ამბობდე, რას გთხოვდნენ. ვგავარ ისეთ ადამიანს, რომელიც გაიტაცებს, აწამებს, არაფერს სთხოვს და უბრალოდ ტკბება ამ პროცესით", - განაცხადა დეპუტატმა.

ლომიას ინფორმაციით, ირაკლი ლატარიას პარტიაში მუშაობდა და რამდენიმე თვის წინ პარტიიდან 14-კაციან ჯგუფთან ერთად ლატარია მან გაათავისუფლა.

"ჩემი მიყვანილი არ არის პარტიაში, სანამ ჩვენ პარლამენტში მოვხვდებოდით, ვხელმძღვანელობდი უსაფრთხოების ნაწილს, ის პარტიაში მოვიდა 2015 წელს და ჩავაბარეთ ანალიტიკური სამსახური. დამთავრდა მისი პროექტი, შეწყდა კონტრაქტი, ჩვენ დავემშვიდობეთ მასაც და მის ჯგუფსაც. დამეკისრა, რომ მე გამეთავისუფლებინა სამსახურიდან. შესაბამისად უთანხმოება იყო, მაგრამ ეს ჩემი მხრიდან გატაცების მიზეზი ვერ იქნებოდა", - განაცხადა ლომიამ.

ცნობისათვის, ირაკლი ლატარიამ, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი გიორგი ლომია, ცემასა და წამებაში დაადანაშაულა.

ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილი

25 აპრილი, 2024 , 13:21

ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია, რომელიც მოიყვანს პროფესიონალებს მთავრობაში და იმ ხალხს, ვინც შეიძლება პოლიტიკაში აქტიურად  არ არის, მაგრამ შეუძლია ქვეყნის უკეთესობისკენ წაყვანა, "-  ამის შესახებ საქართველოს მესამე

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“

25 აპრილი, 2024 , 11:11

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტე

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი