უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 მარტი, 2017 12:20
font-size

გიორგი მამალაძე ცდილობს სხვას გადააბრალოს მისთვის ბრალად შერაცხული - პროკურორი

პროკურორების შეკითხვებს ე.წ. მატროსოვის ციხეში ,,ციანიდის საქმეში’’ ბრალდებული გიორგი მამალაძე, დაახლოებით, 10 საათის განმავლობაში პასუხობდა. ამით მისი დაკითხვა სასამართლო პროცესამდე დასრულებულია.

როგორც დაკითხვის შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, მამა გიორგიმ ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი. დაკავებულის ინტერესების დამცველების ინფორმაციით, დეკანოზის დაკითხვა დასრულებულია. მათივე თქმით, ისინი დეკანოზის უდანაშაულობას დაამტკიცებენ.

საქმის პროკურორ, ჯარჯი წიკლაურის განმარტებით, ბრალდებულის პასუხები მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე არასერიოზულია და ვერც ერთ კითხვაზე პასუხები ვერ მიიღეს. პროკურორის განმარტებით ბრალდებული ცდილობს რაღაც სურათი დახატოს და დანაშაული სხვებს გადააბრალოს.

,,ჩვენს მიერ დასმულ ვერც ერთ მნიშვნელოვან შეკითხვას გიორგი მამალაძემ დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა. მისი ნაამბობი მთლიანად წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და იმ ჩანაწერებთან, რომელიც ჩვენ გავასაჯაროეთ. მთელი ის ინფორმაცია, რასაც გიორგი მამალაძე გვაწვდის, არის მისი უსუსური მცდელობა, სხვას გადააბრალოს მისთვის ბრალად შერაცხული და თავი დააღწიოს მოსალოდნელ პასუხისმგებლობას. ბრალდებულის ჩვენება მთლიანად აბსურდულია. იგი თავიდან ამბობდა, რომ შორენა თეთრუაშვილი ციანიდის შეძენას მისი ახლობელი ოქრომჭედლისთვის ცდილობდა, შემდეგ განაცხადა, რომ ციანიდით შორენა თეთრუაშვილი აპირებდა თვითმკვლელობას. მან კიდევ ერთი ვერსია მოიფიქრა, ვითომდა გავრცელებულ ჩანაწერებში ის ხუმრობდა,’’ - განუცხადა ჟურნალისტებს ჯარჯი წიკლაურმა.

კითხვაზე, რა ფორმით ფიგურირებს საქმეში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი, საქმის პროკურორი აცხადებს, რომ ოხანაშვილს ამ დროისთვის მოწმის სტატუსი აქვს და ის ერთხელ დაიკითხა.

ნინო ექვთიმიშვილი

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი