უკან

პოლიტიკა

8 ნოემბერი, 2016 12:55
font-size

გიორგი მარგველაშვილი - ადვოკატებზე ნებისმიერ ზეწოლას განვიხილავ იმ ღირებულებებზე ზეწოლად, რომლის დაცვასაც კონსტიტუცია გვავალებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადვოკატის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ეწვია და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განახლებული და აღჭურვილი სასწავლო ცენტრი გახსნა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პროექტი “იურიდიულ პროფესიაში შესვლის, ახალი სტანდარტების დანერგვის რეფორმის მატერიალურ ტექნიკური მხარდაჭერა’, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა, მიზნად ისახავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციურ განვითარებასა და ადვოკატის სავალდებულო სტაჟირების სისტემის დანერგვის ხელშეწყობას.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ადვოკატთა ასოციაციისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელებისათვის და აღნიშნა, რომ ადვოკატთა სასწავლო ცენტრი ადვოკატთა კორპუსის გაძლიერებას ემსახურება, რომელთა გარეშეც შეუძლებელია ქვეყანაში შედგეს სამართლიანი საზოგადოება, სამართლიანი სასამართლო, შედგეს სამართლებრივი სახელმწიფო.

„ადვოკატის პროფესია, ძალიან ძლიერ მორალურ სიმტკიცეს მოითხოვს, რადგან თქვენ ითავისებთ ბრალდებულის პოზიციას და ცდილობთ საზოგადოებას და სახელმწიფოს დაუმტკიცოთ, რომ ყველა ბრალში არსებობს რაღაც გამამართლებელი საბუთები, გამამართლებელი პოზიცია.

თქვენ იცავთ სწორედ იმას, რის დაცვასაც საქართველოს კონსტიტუცია მეც მავალებს - ადამიანის უფლებებს. ყველა ადამიანის უფლებაა მიიღოს სამართლიანი სასამართლო.

თქვენ ბევრი რამე გადაიტანეთ. ჩვენ გვსმენია იმ ადვოკატების შესახებ, რომელთაც სისტემა ხშირად ძალიან ბრუტალურად ექცეოდა და გვსმენია იმის შესახებაც, როგორ მტკიცედ ერთიანდებოდით თქვენ მათ დასაცავად.

ეს ბუნებრივიცაა, რადგან საზოგადოებაში, რომელიც ვითარდება ხშირადაა გადაცდომები. მიხარია, რომ ის ადამიანები, რომელბმაც საქართველოს მოქალაქეები უნდა დაიცვან, თავიანთი პროფესიული ცოდნის ნაწილს აქ, ამ სასწავლო ცენტრში მიიღებენ.

გარკვეულწილად, ის საქმე და თანამშრომლობა, რომელიც ჩვენს შორის შედგა დაეხმარება მათ ემსახურონ მთავარს - ჰუმანური და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას, რომელშიც ადამიანები სამართალზე დაყრდნობით აშენებენ ძლიერ სახელმწიფოს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ადვოკატთა ასოციაციაში სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ადვოკატთა კორპუსს მისი პატივისცემა და მხარდაჭერა.

„ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც რაიმე ტიპის ზეწოლა იქნება ადვოკატებზე, თავიანთი საქმიანობის განხორციელების პროცესში, მე განსაკუთრებით მხარს გიჭერთ, თქვენს გვერდით ვდგავარ და მზად ვარ გავაკეთო შესაბამისი პოლიტიკური განცხადებები, რადგან ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ.

ჩემი ფუნდამენტური პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვაშია, რეალურად, ყოველდღიურობაში კი, ამას ახორციელებთ თქვენ და თქვენზე ნებისმიერ ზეწოლას, მე განვიხილავ იმ ღირებულებებზე ზეწოლად, რომელთა დაცვასაც მეც და თქვენც გვავალებს კონსტიტუცია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სასწავლო ცენტრში სტუმრობისას გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატის პროფესიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ორდენით დააჯილდოვა.

ეკა ბესელიამ მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გამართა

19 იანვარი, 2019 , 19:30

პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან გამართა. შეხვედრის დასაწ

საქართველო მთავრობა არასოდეს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს საქმიანობასა და ფუნქციონირებაში - მამუკა ბახტაძე

18 იანვარი, 2019 , 16:12

საქართველო მთავრობა არასოდეს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს საქმიანობასა და ფუნქციონირებაში, ეს დრო ჩვენს ქვეყანაში დასრულდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე, სასამართლო რეფორმასთა

მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა

18 იანვარი, 2019 , 15:24

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა. როგორც მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ლიეტუვა არის საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანა და ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ქვეყნებს შორ

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფა არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი - მამუკა ბახტაძე

18 იანვარი, 2019 , 15:06

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფა არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ს

ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო

18 იანვარი, 2019 , 15:04

ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ევროპელ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის დელეგაციას შეხვდა

18 იანვარი, 2019 , 13:59

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა სამეფოს პარლამენტის საქართველოსთან მ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`