უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 ივლისი, 2018 13:40
font-size

გიორგი მარგველაშვილი ამერიკელ ხალხს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ხალხის სახელით ამერიკელ ხალხს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა მისალოცი წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაუგზავნა, რომელშიც მადლიერება გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიული განვითარების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერის გამო.

"თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე. 1776 წელს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა და საფუძველი ჩაუყარა ახალ ეპოქის შექმნას შეერთებულ შტატებსა და მთელს მსოფლიოში. სხვა ქვეყნებისთვის ამერიკა ყოველთვის თავისუფლების შუქურა და გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი საყრდენი იყო.

არსებული არასტაბილური და ცვალებადი გარემოს პირობებში, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებული შტატები წარმატებით გადალახავს არსებულ გამოწვევებს და განვითარების ახალ სიმაღლეებს მიაღწევს.

ვიყენებ რა ამ შესაძლებლობას, ნება მომეცით დავადასტურო, რომ საქართველო რჩება აშშ-ს ძლიერ პარტნიორად. ჩვენი ისტორიული მეგობრობა შეუქცევადია. ჩვენი ერები ერთობლივად გადალახავენ სხვადასხვა გამოწვევებს და მტკიცედ იდგებიან საერთო კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დასაცავად.

ჩვენ მადლიერნი ვართ და ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიული განვითარების, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევ მხარდაჭერას.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, მომავალში ქართულ-ამერიკული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება.

თქვენო აღმატებულებავ, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას. გისურვებთ დიდ წარმატებას თქვენს ყველა სამომავლო წამოწყებაში და სიმშივიდესა და სტაბილურობას ვუსურვებ მეგობარ ამერიკელ ხალხს", - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის წერილში.

საქართველოს დღეს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა

24 მარტი, 2019 , 10:00

საქართველოს 24-25 მარტს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტოლტენბერგი თბილისში დღეს ჩამოვა. ოფიციალურ შეხვედრებს კი, 25 მარტს დაიწყებს. 25 მარტს, ორ

საქართველოს ხვალ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა

23 მარტი, 2019 , 13:09

საქართველოს 24-25 მარტს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტოლტენბერგი თბილისში ხვალ ჩამოვა. ოფიციალურ შეხვედრებს კი, 25 მარტს დაიწყებს. 25 მარტს, ორ

ყაზახეთში საქართველოს ელჩი მანგისტაუს ოლქს ეწვია

23 მარტი, 2019 , 12:50

ყაზახეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ აბაშიძე მანგისტაუს ოლქს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი შეხვდა მანგისტაუს ოლქის აკიმს (გუბერნატორი) ერალი ტუგჟანოვს. შეხვედრის ფარგლებში განხილული ი

საქართველოს ელჩი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩიუს შეხვდა

23 მარტი, 2019 , 12:50

საქართველოს საგანეგბო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან. შეხვედრისას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მინი

ნატო ჩხეიძე: მობრძანდებიან, თავს იქებენ, თითონ რომ მიღწევებს უწოდებენ, უმეტესწილად ოპოზიციას დაგვლანძღავენ, დაგვთათხავენ, მერე წაბრძანდებიან და ოცნების გუნდის ტაშსაც გაიყოლიებენ

23 მარტი, 2019 , 03:18

ჩემი ისედაც მწირი დრო, მინდა დავიწყო პროტესტით, რომ იმ ფურცლებით და იმ რეგლამენტით, რომელიც წარმოდგენილი იყო დღეს პარლამენტში, მაქსიმალურად შეზღუდულია და არავის აინტერესებს დამოუკიდებელი დეპუტატის აზრი, დამოუკიდებელი აზრ

ჩვენ გთავაზობთ უნარ-ჩვევების კომპონენტის ინტეგრირებას საგნობრივ ტესტებში - მიხეილ ბატიაშვილი

22 მარტი, 2019 , 17:25

„ზოგადი უნარების ტესტის სანაცვლოდ, რომელიც ყველაზე „დემოკრატიულ“ შერჩევის ინსტრუმენტად მიიჩნეოდა, ჩვენ გთავაზობთ ამ კომპონენტის ინტეგრირებას საგნობრივ ტესტებში. სხვა შემთხვევაში, საგნობრივი ტესტი არ არი