უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ივნისი, 2018 17:35
font-size

გიორგი მარგველაშვილი ესტონელ კოლეგას კადრიორგის სასახლეში შეხვდა

ესტონეთში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ესტონელ კოლეგას, კერსტი კალიულაიდს კადრიორგის სასახლეში შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ესტონეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა მას იმ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც პირადად კერსტი კალიულაიდი საქართველოს მიმართ ავლენს.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკებს აკავშირებს. პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა დელეგაციებთან ერთად გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართეს.

საუბარი შეეხო ნატო-ს სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს. ქართულმა მხარემ ამ კონტექსტში ესტონეთის პრეზიდენტისგან რეკომენდაციები და თანადგომის დადასტურება კიდევ ერთხელ მიიღო. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, რუსული ოკუპაციის შედეგები, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და ამ მიმართულებით ესტონეთის მხარდაჭერა“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პრეზიდენტი კალიულაიდი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ყველა საერთაშორისო ფორუმზე მკაფიოდ აფიქსირებს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო აფასებს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

„ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ესტონეთის განსაკუთრებულ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასაც. საქართველო და ესტონეთი ხაზგასმით აღნიშნავენ ევროატლანტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას და ამ მხრივ საქართველოს აქტიური მონაწილეობის როლს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების პროცესში. მხარეებმა აღნიშნეს, რომ 2018 წელი საქართველოსა და ესტონეთისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან ესტონეთი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, საქართველო კი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონურ მხარეს 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში წარმომადგენლობითი დელეგაციით მონაწილეობისთვის“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ტალინსა და ტარტუში ესტონელი კოლეგის მიწვევით იმყოფებიან და მონაწილეობას მიიღებენ ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებებში. საზეიმო ღონისძიებებს შვიდი ქვეყნის პირველი პირი დაესწრება.

საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი