უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ივნისი, 2018 11:40
font-size

გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებს დაესწრება

პრეზიდენტი და პირველი ლედი, ესტონეთის პრეზიდენტის მიწვევით, ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი ტალინსა და ტარტუში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, პოლონეთის, ფინეთის, ისლანდიის პირველ პირთან ერთად დაესწრება. სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს გიორგი მარგველაშვილი პირისპირ შეხვდება კერსტი კალიულაიდის.

ქართული დელეგაცია მოლაპარაკებებს გამართავს ესტონეთის პრემიერ-მინისტრ იური რატასთანაც.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, განსახილველ საკითხებს შორისაა ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივა, ნატო-ს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები, უსაფრთხოების გამოწვევები, რუსული ოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა.

გიორგი მარგველაშვილი, ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას მიღებას უმასპინძლებს. ქვეყნის პირველი პირი ესტონელ კოლეგასთან ერთად სტუმრებს სიტყვით მიმართავს.

ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში საზეიმო ღონისძიებები დაგეგმილია ქალაქ ტარტუში, სადაც საქართველოს პრეზიდენტს, პირველ ლედის და დელეგაციის წევრებს ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად, ქალაქის მერი უმასპინძლებს, გაიმართება შეხვედრები ტარტუს მერიაში, უნივერსიტეტში, სამეცნიერო ცენტრსა და მუზეუმში.

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა, ექვსი ქვეყნის ლიდერთან ერთად დაესწრება „გაუდეამუსს“ – ბალტიის ქვეყნების ფოლკლორულ სტუდენტურ ფესტივალს, რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული.

საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეებს და ფესტივალის სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს. 23 ივნისს კი ტალინში საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად ესტონეთის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრება.

2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის 25 კანდიდატია რეგისტრირებული

23 სექტემბერი, 2018 , 17:20

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.   საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ამ დროისთვის 25 კანდიდატი მონაწილეობს. მათგა

პირობას გაძლევთ, რომ მე თვითონ აქტიურად მივადევნებ თავლყურს - თამარ ჩუგოშვილი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 17:15

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პირობა დადო, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეს უფრო დეტალურად გაეცნობა. „ცალსახად უნდა დაიკითხონ, ცალსახად, გ

ხუთივე ფირზე დაიწყოს გამოძიება - გრიგოლ ვაშაძე „ომეგას“ საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 16:35

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოითხოვა თბილისის პროკურატურისგან, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და „იბერია ტვ“-ის საქმეზე გამოქვეყნებულ ხუთივე ჩ

7% ვის მიჰქონდა, ვინ იყვნენ ეს ბიჭები? - გიორგი ფანცულაია “ომეგა ჯგუფის” საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ინფორმაციას თბილისის პროკურატურის მიერ მიმდინარე გამოძიებაზე „ომეგა ჯგუფის“ მხარე მიიღებს მას შემდეგ,

გაერო-ს ტრიბუნას გამოვიყენებთ საქართველოს პრობლემატიკის და ქვეყნის განვითარების ხედვების წარმოსაჩენად - დავით ზალკალიანი

22 სექტემბერი, 2018 , 14:30

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, გაერო-ს გენერალური ასაბლეის 73-ე სესიაზე საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლაში ყურადღება გამახვილდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემატი

სურთ გადაიტანონ პარლამენტი, რაც თბილისში საცობების და ხალხის გაღიზიანების მეტს არაფერს გამოიწვევს - გრიგოლ ვაშაძე

22 სექტემბერი, 2018 , 13:40

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა გააპროტესტა. „დღეს, გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს პატივი, იდ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`