უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 იანვარი, 2018 16:35
font-size

გიორგი მარგველაშვილი გიორგი ჭანტურიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პირველი ხელმძღვანელისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს პირველი ელჩის გიორგი ჭანტურიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

,,ღრმა მწუხარებას გამოვთვამ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პირველი ხელმძღვანელისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს პირველი ელჩის ბატონი გიორგი ჭანტურიას გარდაცვალების გამო. მის სახელს უკავშირდება საქართველოს წარმატება ბაქო-სუფსის ნავთობსადენის, ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის მშენებლობის მოლაპარაკებებში და ამ ისტორიული პროექტების განხორციელებაში.

თავად ეს პროექტები ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ჩამოყალიბდა, საქართველომ შეძლო საკუთარი გეოპოლიტიური როლის წარმოჩენა და კიდევ უფრო განამტკიცა და გააფართოვა საქართველო - აზერბაიჯანს შორის მჭიდრო, მეგობრული და ეკონომიკური კავშირები. ბატონი გიორგის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული საზოგადოებისათვის. ვიზიარებ ამ მწუხარებას და ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი