უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 მარტი, 2017 18:00
font-size

გიორგი მარგველაშვილი - ილჰამ ალიევს: ღრმად ვართ დაინტერესებული ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობის შემდგომი განვითარებით

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აზერბაიჯანის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი თანამშრომლობის საკითხების გაღრმავებაზე ისაუბრეს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ წელს საქართველო-აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 25 წელი შესრულდება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ორმხრივი პროექტებიც განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ,,ღრმად ვართ დაინტერესებული ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობის შემდგომი განვითარებით.’’ მისი განცხადებით, საქართველო წარმოადგენს, როგორც აზერბაიჯანული ენერგორესურსების მომხმარებელს, ასევე საიმედო გამტარს.

საუბარი შეეხო „სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტის განხორციელებას რომელიც, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა საკვანძო როლს ასრულებს უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, როგორც რეგიონში, ისე მთელ ევროპაში.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ყურადღება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზეც გაამახვილეს.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალი ჯერ კიდევ სრულად არ არის ათვისებული და არსებობს ტვირთბრუნვის მრავალმხრივად გაზრდის შესაძლებლობა.

საუბარი შეეხო ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის წარმატებულ და ნაყოფიერ განვითარებასაც.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა უსაფრთხოების გარემო განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე გაეროს რეზოლუციის ყოველწლიური მხარდაჭერისთვის, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სტატუსთან დაკავშირებით.

პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხები, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით უნდა გადაიჭრას.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის დასასრულს აღნიშნა, ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებასა და გამყარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოების სრულფასოვანი განვითარებისა და გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისათვის.

იყავით კრიტიკულები, მაგრამ ობიექტურები - დიმიტრი ცქიტიშვილი კოლეგებს „ევროპის სახალხო პარტიიდან“

22 იანვარი, 2019 , 17:39

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა, ასამბლეის სხდომაზე, საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გამართულ დებატებში

მამუკა ბახტაძემ და ილჰამ ალიევმა სტრატეგიული მნიშვნელობის ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს

22 იანვარი, 2019 , 17:16

საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამ

24 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

22 იანვარი, 2019 , 16:51

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ხუთშაბათს, 24 იანვარს უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, მოსამართლეებთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ. თალაკვაძის თქმით, უმრავლე

პარლამენტის პლენარული სხდომების რაოდენობა საგაზაფხულო სესიიდან გაიზრდება

22 იანვარი, 2019 , 16:48

პარლამენტის პლენარული სხდომების რაოდენობა საგაზაფხულო სესიიდან გაიზრდება. პლენარული სხდომების რაოდენობა ახალი რეგლამენტით გაიზარდა, რომელიც რიგით მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდა. დეპუტატები პლენარული სხდ

თუ ბატონი ჭიჭინაძე დატოვებს ფრაქციას, ფრაქცია დაიშლება -ირმა ინაშვილი

22 იანვარი, 2019 , 16:30

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, პარლამენტის თავმჯდომარის, ირმა ინაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ დავით ჭიჭინაძე მათ რიგებს დატოვებს, ფრაქცია დაშლება. ინაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები სხვა

გიორგი გახარიამ და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა საქართველოში უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამომწვევებზე იმსჯელეს

22 იანვარი, 2019 , 15:48

ვიცე პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოგს შეხვდა. მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ოკ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`