უკან
პოლიტიკა
9 დეკემბერი, 2016 12:00
გიორგი მარგველაშვილი NDI -ის პრეზიდენტს ჯენ ვოლაკს შეხვდა
საფრანგეთში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი NDI -ის პრეზიდენტს ჯენ ვოლაკს შეხვდა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში ღია მმართველობის განვითარების პროცესს, ქვეყანაში განხორციელებულ დემოკტარიულ რეფორმებს და საქართველოს წარმატებულ მიღწევებს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასთან და სამოქალაქო საზოგადოების მეტ ჩართულობასთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობის გაღრმავების პროცესს.