უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 სექტემბერი, 2017 12:55
font-size

გიორგი მარგველაშვილი ქართველ ხალხს გაემიჯნა და ოპოზიციის პრეზიდენტად დარჩა - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტი ცდილობდა, არ ჩართულიყო საკონსტიტუციო პროექტის შემუშავებაში და ხელი შეეშალა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევაში. ამის შესახებ კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში თქვა.

„პრეზიდენტი საბაბს ეძებდა იმისთვის, რომ პროცესში არ ჩართულიყო და ხელი შეეშალა როგორც კომისიისთვის და პარლამენტისთვის, ასევე კონსენსუსის ჩამოყალიბებისთვის. მან ამ მიზანს გარკვეულწილად მიაღწია, თუმცა მთავარ მიზანს ვერ მიაღწია და ძალიან დახვეწილი კონსტიტუციის მიღება შევძელით, რითაც გამარჯვებული ქართველი ხალხი დარჩა“, - თქვა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციაზე მუშაობისას მან მიმართა პრეზიდენტს, ჩართულიყო პროცესში, რაზეც დაუსაბუთებული უარი მიიღო.

კობახიძის მტკიცებით, გიორგი მარგველაშვილს კომისიის ფორმატზე ალოგიკური კითხვები მაშინ გაუჩნდა, რაც ის „ოპოზიციონერი პრეზიდენტი“ გახდა.

პარლამენტის თავმდჯომარის განმარტებით, პრეზიდენტი ოპოზიციის მხარდაჭერით ხალხს გაემიჯნა.

„პრეზიდენტმა საკუთარი თავის სრული ილუსტრაცია მაშინ მოახდინა, როცა ოპოზიციის მიერ შექმნილ დოკუმენტს თანხმობის დოკუმენტი უწოდა. მან პირდაპირ აჩვენა, რომ ოპოზიციის პრეზიდენტია და არა - ქართველი ხალხის. ის ქართველ ხალხს გაემიჯნა და ოპოზიციის პრეზიდენტად დარჩა. პრეზიდენტი თავის თავს ყოველდღიურ რეჟიმში ასე წარმოაჩენს და ეს დღესავით ნათელია“, -განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი