უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 ივნისი, 2018 16:05
font-size

გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთოს ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის - ეუთოს ელჩებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, განიხილეს საქართველოსთვის ეუთოს მხარდაჭერის მნიშვნელობა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების პრობლემატიკას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. იმ საკითხებს, რაც უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების გატაცებას, წამებას, ადამიანის უფლებათა დარღვევას.

საუბარი შეეხო იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლითაც უნდა გააქტიურდეს საერთაშორისო ორგანიზაციების და განსაკუთრებით ეუთოს როლი რეგიონში არსებული უსაფრთხოების კონტექსტში. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, იმას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ უნდა იყოს დარჩენილი მონიტორინგის მიღმა.

გიორგი მარგველაშვილმა ეუთოს წევრი ქვეყნების ელჩებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს რეგიონში და პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ელჩებს იმ დახმარებისათვის, რასაც საქართველო გრძნობს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით.

პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებს, დემოკრატიულ გარდაქმნებს იმას, თუ რა რეფორმები ტარდება.

საკვანძო სიტყვები:

ყოფილ პირველ პირებს სახელმწიფო დაცვა სიცოცხლის ბოლომდე აღარ დაიცავს

26 სექტემბერი, 2018 , 15:35

პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებსა და პარლამენტის თავმჯდომარეებს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, სახელმწიფო დაცვა მხოლოდ მომდევნო 1 წლის განმავლობაში დაიცვას. განცხადება ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის უფროსმა, ანზ

`ომეგა ჯგუფი` იმ დოკუმენტაციას ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ფინანსთა სამინისტროს გადასახადების რესტრუქტურიზაციის თაობაზე მან ნამდვილად მიმართა

26 სექტემბერი, 2018 , 13:20

"ომეგა ჯგუფი" იმ დოკუმენტაციას ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ფინანსთა სამინისტროს გადასახადების რესტრუქტურიზაციის თაობაზე მან ნამდვილად მიმართა. “ომეგა ჯგუფში” შემავალი კომპანია "ოჯთ” -

საქართველო დემოკრატიული და ეკონომიკური ტრანსფორმაციის ბრწყინვალე მაგალითია - მამუკა ბახტაძე

26 სექტემბერი, 2018 , 12:20

საქართველოს მთავრობა იქნება პირველი, ვინც მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე ბიზნესის ფილოსოფიას დანერგავს, - ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი ამ თემაზე ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტის ფარგლებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრეს

26 სექტემბერი, 2018 , 12:20

ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრო

დავით ზალკალიანმა ლიბიელ კოლეგასთან ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საკითხი განიხილა

26 სექტემბერი, 2018 , 11:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ლიბიელ კოლეგას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყები

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდა, რომელმაც ქვეყანაში დიპლომატიური საქმიანობა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ივანე მაჭავარიანმა სტუ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`