უკან

პოლიტიკა

8 ნოემბერი, 2017 10:55
font-size

გიორგი მარგველაშვილის პოლონეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

გუშინვე ანდჟეი დუდა გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტის რეზიდენციაში, ბელვედერის სასახლეში მეგობრულ სადილზე უმასპინძლა, დღეს კი, საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის პირისპირ საუბარი შედგება.

პრეზიდენტები ასევე გამართავენ შეხვედრას სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად - გაფართოებული შემადგენლობით და ქართველი და უცხოური მედიის წინაშე განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ბეატა შიდლოს, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალ მარეკ კუხჩინსკის, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკის შეხვდება.

9 ნოემბერს გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში.

გიორგი მარგველაშვილი დაბა პიასეჩნოში "ქართულ სახლს" - პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა სახლმუზეუმს ეწვევა და სიმბოლურად, საქართველოდან ჩატანილ ხეს დარგავს.

საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი.

საკვანძო სიტყვები:

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი