უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

29 ნოემბერი, 2016 18:45
font-size

გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა შეარჩია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა შეარჩია.

გიორგი მარგველაშვილმა მედიას ზურაბ პატარაძის კანდიდატურა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე წარუდგინა.

„საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის შესაბამისად, ჩვენ გავმართეთ კონსულტაციები უმაღლეს საბჭოში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებთან და ამ კონსულტაციების საფუძველზე წარვადგენთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას.

კანდიდატურა შევარჩიეთ ამ კონსულტაციების საფუძველზე და იგი გადაეგზავნება მთავრობას შესათანხმებლად. ხოლო იმის შემდეგ, რაც მთავრობასთან ეს გადაწყვეტილება იქნება შეთანხმებული, ჩვენ გადავაგზავნით მას დასამტკიცებლად უკვე ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოში.

წარმოგიდგენთ ზურაბ პატარაძის კანდიდატურას. ზურაბ პატარაძეს ვუცხადებ ნდობას და ვუსურვებ წარმატებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე.

ზურაბ პატარაძემ მოსახლეობას მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთობლივი მუშაობით, ერთად ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ ბრიფინგზე.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციები დღეს გამართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან.

ზუგდიდის საავადმყოფოში 10 არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს

20 აპრილი, 2019 , 14:33

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უცხოეთის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი შეიყვანეს. „წუხელ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ათი არასრულწლოვანი პაციენტი შემოიყვანა, რომელთაც აღენიშნებოდათ გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ზოგადი

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

20 აპრილი, 2019 , 12:04

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რ

კორპუსის მერვე სართულიდან ქალი გადმოვარდა

19 აპრილი, 2019 , 13:30

ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან ქალი გადმოვარდა. შემთხვევა ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე დღეს დილით მოხდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. მეზობლების თქმით, შუახნის ქალი ერთ-ერთი კორპუსის

ზუგდიდში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

19 აპრილი, 2019 , 10:33

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაჭრილ ალიკა ლაგვილავასა და ბეჟან გვაზავას შორის დავა წლებია გრძელდება, რაც მიწის ნაკვეთს

აჭარიდან მომართვიანობის 50% მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორებიდან გვაქვს - ირაკლი ლექვინაძე

17 აპრილი, 2019 , 17:29

„ბიას“ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში ტარიელ გიორგაძე ბათუმში ადგილობრივი ბიზნესის 150 -მდე წარმომადგენელს შეხვდნენ. ირაკლი ლექვი

ოპოზიცია ხელისუფლებას თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებს

15 აპრილი, 2019 , 15:20

ოპოზიცია ქობულეთში უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და გაფლანგულ მილიონებზე საუბრობს. ამის შესახებ „რუსთავი2“ იტყობინება. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, გელაურის დასახლებაში საკანალიზაციო სის

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019