უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 იანვარი, 2018 15:50
font-size

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილი წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილი წარადგინა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ანა ნაცვლიშვილი არის ადამიანის უფლებების დამცველი ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული ხმა, იმ სახელმწიფოებრივ და საკანონმდებლო პროცესებში, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ვითარდებოდა.

მისი თქმით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურა მისი იურიდიული კვალიფიკაციის, პრინციპების გამო შეირჩა.

„მიხარია, რომ ქალბატონი ანა დათანხმდა ამ თანამდებობას. ჩვენ კვლავაც ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან. იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა იქნება ორიენტირებული უკეთესი, სამართლებრივი, პოლიტიკური რეალობის შესაქმნელად საქართველოში. მე ვუსურვებ ანას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობას ამ მიმართულებით,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

თავის მხრივ ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის იქნება უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი პატივი თქვენთან ერთად და ადმინისტრაციის გუნდთან ერთად ახლა უკვე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სტატუსით, გავაგრძელო მუშაობა და წვლილის შეტანა იმ უდიდეს საქმეში, რასაც ჰქვია საქართველოსთვის მაღალი სტანდარტის საკანონმდებლო ბაზის შექმნა სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიის დაცვა და განმტკიცება ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო მდივნის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა.

ანა ნაცვლიშვილი "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. ანა ნაცლიშვილი პროფესიით იურისტია.

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა - მამუკა ბახტაძე

17 თებერვალი, 2019 , 10:49

ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ძალიან ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში აღმო

2008 წელს საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ სრულიად გამოუთხარა ძირი უსაფრთხოებას და მშვიდობას - მამუკა ბახტაძე

17 თებერვალი, 2019 , 10:45

2008 წელს საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ სრულიად გამოუთხარა ძირი უსაფრთხოებას და მშვიდობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კო

საქართველო ბუნებრივად არის რეგიონულ ცენტრად და ხიდად გადაქცევის კანდიდატი, რითაც ხელს შეუწყობს მზარდ საერთაშორისო სავაჭრო ტვირთბრუნვას ევროკავშირსა და ჩინეთს შორის - მამუკა ბახტაძე

17 თებერვალი, 2019 , 10:41

საქართველო ბუნებრივად არის რეგიონულ ცენტრად და ხიდად გადაქცევის კანდიდატი, რითაც ხელს შეუწყობს მზარდ საერთაშორისო სავაჭრო ტვირთბრუნვას ევროკავშირსა და ჩინეთს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახ

მამუკა ბახტაძე მიუნხენში ალექსის ციპრასს შეხვდა

16 თებერვალი, 2019 , 21:04

საქართველოსა და საბერძნეთის ისტორიულ კავშირებზე, მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაყვანაზე ისაუბრეს საქართველოსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე. მამუკა ბახტ

ვოლფგანგ იშინგერი ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე - არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა ეთქვას უარი საქართველოს იმაზე, რაც წლების წინ სხვა ქვეყნებმა მიიღეს

16 თებერვალი, 2019 , 20:43

სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საქართველო, უკრაინა და სხვანი, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მოსკოვის მხრიდან კატეგორიული წინააღმდეგობის მიზეზით, ასევე დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ყოყმან

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა

16 თებერვალი, 2019 , 17:09

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმსსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვა