უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 დეკემბერი, 2018 15:30
font-size

გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში სახელმწიფო ჯილდოებით სულ 767 ადამიანი დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელების 5-წლიან პერიოდში სახელმწიფო ჯილდოებით სულ 767 ადამიანის ღვაწლი აღნიშნა.

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ მიანიჭა: წითელი ჯვრის მოწყალების დას მარო მაყაშვილს, საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკს მამია ალასანიასა და სოხუმის მერს, პოლკოვნიკ გურამ გაბესკირიას სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა ერთადერთხელ გამოიყენა თამარ მეფის ორდენით დაჯილდოების უფლებამოსილება და აღნიშნული სახელმწიფო ჯილდო ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და სამოქალაქო თავდადებისათვის ირინა ენუქიძეს (სიკვდილის შემდეგ) მიანიჭა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოქროს საწმისის ორდენი გადაეცა 25 უცხოელს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული უშიშროების ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში. მათ შორის არიან: აშშ-ს თავდაცვის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ენდრიუ ვებერი, ევროპარლამენტის წევრი იოჰანნეს კორნელის ვან ბალენი,Khalilzad Associates-ის პრეზიდენტი ზალმაი მამოზი ჰალილზადი, Rumsfeld Foundation-ის ხელმძღვანელი დონალდ რამსფელდი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟან ივ ლე დრიანი, კომპანია „გილიად საიენსის“ აღმასრულებელი თავმჯდომარე ჯონ მარტინი, მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისათვის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი, ამერიკის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი დეიმონ უილსონი, სენატში საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ალენ გურნაკი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჯოზეფ ჰიკი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში რუპინი ჰენრი გოდფრი კერალი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ატაშე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საკითხებში ხუან ხოსე ეჩანოვე, აშშ-ის სახმელეთო ძალების სარდალი გენერალ-ლეიტენანტი ფედერიკ ბენ ჰოჯესი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო, ავღანეთში განლაგებული აშშ-ის ძალების სარდალი, გენერალი ჟოზეფ დანფორდი (უმცროსი), აშშ-ის ქვეითი საზღვაო ძალების მეთაური, გენერალი ჯეიმს ფ. ამოსი, საქართველოს საპატიო კონსული პარაგვაის რესპუბლიკაში კონრადო პაპალარდო სალდივარი, ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის ოპერატიულ - ტაქტიკურ დონეზე მართვის ხელმძღვანელი, გენერალ - ლეიტენანტი ჯოზეფ ანდერსონი, სტამბოლის ქართული კულტურის სახლის დამფუძნებელი ერდალ ქუჩუქი (ელიზბარ ცივნარიძე), მწერალი ქევსერ რუჰი (ქეთევან ხანთაძე), ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუე ბინი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაური, ევროპაში ნატო-ს შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდალი ფილიპ მარკ ბრიდლავი, ქალაქ ლევილ სურ ორჟის მერის მრჩეველი დანიელ ესპრენი, CNFA -ს დირექტორთა საბჭოს წევრი ჯონ კოსტელო.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა წმინდა გიორგი სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა 26 ადამიანი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით - 52, წმინდა ნიკოლოზის ორდენით - 4, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით - 78, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით - 107, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით - 95, ღირსების ორდენით - 225, მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ – 10, მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ – 46, მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“ – 19, ღირსების მედლით - 76.

„ევროპულმა საქართველო“ შეწყალებების საქმეზე გამოძიებას ითხოვს და პროკურატურას მიმართავს

19 სექტემბერი, 2019 , 16:25

„ევროპულმა საქართველომ“ შეწყალებების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. გენერალური პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში, პარლამენტის დეპუტატი 28 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყ

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

19 სექტემბერი, 2019 , 12:25

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა. ნათია მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილ

2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე - გიორგი გახარია

19 სექტემბერი, 2019 , 10:55

2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე და ყველამ უნდა გავითვალისწინოს სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განა

ლევან კობერიძე ინიციატივით გამოდის, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო იყოს

18 სექტემბერი, 2019 , 16:05

პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობს და სოციალურ ქსელში პროპორციული საარჩევნო სისტემის თემას ეხმიანება. დეპუტატი ინიციატივით გამოდის, რომ 2020 წლის არჩევნ

ვახტანგ გომელაური ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

18 სექტემბერი, 2019 , 10:25

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უკანასკნელ პ

ნათია თურნავა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა

17 სექტემბერი, 2019 , 16:55

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრაზე ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ლიდერს თბილი მიღებისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აზ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს