უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

9 ივნისი, 2018 11:15
font-size

გიორგი მარგველაშვილს თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნა ლოგიკურად მიაჩნია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას ლოგიკურად მიიჩნევს.

შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა ტელეკომპანია ,,პირველის“ ეთერში გაააკეთა, როდესაც უპასუხა კითხვას - მიაჩნია, თუ არა, რომ ეს არის ლოგიკური მოთხოვნა.

„ჩემი პასუხი არის თანხმობა იმ საზოგადოებაში არსებულ პათოსთან, რომელსაც გააჩნია თავისი აბსოლუტურად ლოგიკური არგუმენტაცია“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

„იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებით ძალიან ნათლად დააფიქსირეს პოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომ თუ ახალი პროკურორის შერჩევას სჭირდება საზოგადოების ლეგიტიმაცია, ისინი წარმოადგენენ ამ მიმართულებით კომპეტენციიდან გამომდინარე ლეგიტიმაციის რაღაც ნაწილს. ჯერ ეს ერთი, ძალიან გამიხარდა, რომ რაღაც პირობა დააყენეს, რადგან აქამდე ვუყურებდი არსამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც დაუძახებდნენ - მაგალითისთვს არაერთხელ მითქვამს, საკონსტიტუციო კომისიაში ყოველგვარი პირობის გარეშე შევიდნენ. ძალიან კარგია, რომ ეს მორალური თამასა ასწიეს. თქვეს, რომ ჩვენ იმ ადამიანთან, რომელსაც ამდენი შეცდომა აქვს დაშვებული, არ დავსხდებით. ხელისუფლებასთან მორალური კრიტერიუმით, მორალური თამასით საუბარი არის სწორი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დავით დვალი ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას ითხოვს

20 ივლისი, 2019 , 14:00

“რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი პროკურატურას მიმართავს. მისი თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უნდა დაკითხოს. „საქართველოს პროკურატურა / თჰე Pროსეცუტიონ შერვიცე ოფ Gეორ

ბრძოლა გრძელდება და ჩვენ რუსთავი 2-ს არავის არ დავანებებთ - გრიგოლ ვაშაძე

18 ივლისი, 2019 , 17:30

მე არასოდეს ეჭვი არ შემიტანია და არც ახლა ვაპირებ ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანას, მაგრამ ის, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოში დღეს შექმნილ რეალობას, ესეც ფაქტია. - ეს განცხადება &b

20 ივნისის ღამეს პარლამენტში მივედი, რომ არსებული სიტუაცია თავად მენახა, რომელიც ჩემთვის იყო ძალიან დამაბნეველი - გერმანიის ელჩი

18 ივლისი, 2019 , 16:00

20 ივნისის ღამეს პარლამენტში მივედი, რომ არსებული სიტუაცია თავად მენახა, რომელიც ჩემთვის იყო ძალიან დამაბნეველი, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა. „ვესაუბრე მედიის წარმომა

სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს - გია ვოლსკი

18 ივლისი, 2019 , 14:20

"რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმაურება. ვოლსკის განცხადებით დადასტურდა ის, რომ სასამართლოს თემაზე კითხვები არ არსებობს. „სტრასბურ

ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილს: ბოროტება გახდი იმ ქვეყნისთვის სადაც ჩემმა შვილებმა მინდა, რომ იცხოვრონ

18 ივლისი, 2019 , 11:15

პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება მისი დაცვის უფროსის, კობა კოშაძის დაპატიმრების ფაქტს და ამის გამო  ბიძინა ივანიშვილს მიმართავს: “მ

რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება - ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი, 2019 , 15:45

რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს