პოლიტიკა


გიორგი მღებრიშვილი აშშ-ს ელჩის მოადგილეს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილეს, ნიკოლას ბერლინერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს შს სამინისტროსა და აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციას (DEA) შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს.
გიორგი მღებრიშვილი ნიკოლას ბერლინელს შს სამინისტროში ბოლო წლებში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. შს მინისტრმა ხაზი გაუსვა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ნარკოტრანზიტების განყოფილების წარმატებულ მუშაობას, რის შედეგადაც ნარკოტრანზიტის რამდენიმე მნიშვნელოვანი მარშრუტი გამოვლინდა.
ნიკოლას ბერლინელმა, რომელიც საქართველოში თავის სამწლიანი მოღვაწეობას ასრულებს, გიორგი მღებრიშვილს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თანამშრომლობის იმ დონემ, რომელიც ორ ქვეყანას გააჩნია. განსაკუთრებით გამოვყოფდი თანამშრომლობას შს სამინისტროსთან, რაც დასტურია იმ უნიკალური ურთიერთობებისა, რაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აკავშირებთ“, - განაცხადა აშშ-ს ელჩის მოადგილემ.
შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა აშშ-ს საელჩოს მნიშვნელოვანი როლი საქართველოს შს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებისა და დასავლური სტანდარტების დამკვიდრების პროცესში.
შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა აშშ-ს ელჩის მოადგილეს შს სამინისტროსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
საკვანძო სიტყვები:

მთავრობის ადმინისტრაცია - საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა
13 აპრილი, 2021 , 15:40

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი
12 აპრილი, 2021 , 17:40

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე
12 აპრილი, 2021 , 17:15

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე
12 აპრილი, 2021 , 16:35
მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი
12 აპრილი, 2021 , 15:30

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი
12 აპრილი, 2021 , 15:30