უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

31 იანვარი, 2017 14:05
font-size

გიორგი მღებრიშვილი ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს, ივან ნოსკევიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე შს მინისტრმა ხაზი გაუსვა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს და ბელარუსის სამართალდამცავი უწყებების მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რაც ორ ქვეყანას შორის საპოლიციო სფეროში დადებული შეთანხმებების საფუძველზე ხორციელდება.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს შს სამინისტროს პოლიციის ატაშეს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაში, ასევე, ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლაში.

შს მინისტრმა სტუმარს სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომლის შექმნის მიზანი პოლიციის საქმიანობაში მაღალი ტექნოლოგიების როლის გაზრდა და დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესებაა.

გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს აკადემიის რეგიონულ-საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბების პროექტის შესახებაც ისაუბრა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოს შს სამინისტროს სახით, საიმედო პარტნიორი შევიძინეთ.

მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი მღებრიშვილს გულთბილი და ნაყოფიერი შეხვედრისთვის. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება,“ - განაცხადა ივან ნოსკევიჩმა.

შეხვედრაზე შს მინისტრმა და ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ვიზიტის ფარგლებში, ივან ნოსკევიჩი შსს-ს აკადემიას, ერთობლივი ოპერაციების ცენტრს და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ეწვევა.

მოსამართლემ, კობახიძისა და გულუაშვილის ინტერვიუების მტკიცებულებად დამატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა

13 აპრილი, 2021 , 13:27

თბილისის საქალაქო სასამართლოში, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა, დააყენა შუამდგომლობა საქმეში ახალი მტკიცებულებების დართვის შესახებ, საუბარ

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 993 ფაქტი გამოავლინა

13 აპრილი, 2021 , 11:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 993

სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

13 აპრილი, 2021 , 11:21

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სახელმწ

დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

13 აპრილი, 2021 , 10:27

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ბრალდებული ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმ

ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირი დააკავეს

12 აპრილი, 2021 , 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის

ბიზნესმენი დავით კოდუა დააკავეს

12 აპრილი, 2021 , 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენი დავით კოდუა დააკავა. ადგილზე პოლიცია მისი მეუღლის შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა. დავით კოდუა ცოლის და ქალიშვილის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით არის დაკავე