უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 ნოემბერი, 2016 16:25
font-size

გიორგი მღებრიშვილი გერმანიის დელეგაციას შეხვდა

გიორგი მღებრიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა და სპორტის სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციაში ფედერალური მიწის პოლიციის უფროსი იურგენ შმიტი, კრიმინალური პოლიციის სამსახურის პრეზიდენტი იოჰანეს კუნცი, პოლიციის აკადემიის რექტორი ფრიდელ დურბენი და სხვა სამართლდამცველები შედიოდნენ.

ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ბოლო პერიოდში საქართველო-გერმანიის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის მჭიდრო, ორმხრივ თანამშრომლობას, რომელიც პოლიციის ატაშეების აქტიური ჩართულობითა და ინტერპოლის საშუალებით, წარმატებით ხორციელდება.

გიორგი მღებრიშვილმა, ასევე, ისაუბრა რამდენიმე დღის წინ საქართველო-გერმანიის საპოლიციო თანამშრომლობის ისტორიაში უპრეცედენტო, საერთაშორისო მასშტაბის ოპერაციის შესახებ, რა დროსაც, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში ჩადენილი ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი თბილისში დააკავეს.

„2015 წლის ივლისიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბერლინში საკუთარი ატაშე წარგზავნა, რომელიც თქვენს სამსახურთან და ცალკეული ფედერალური მიწის კრიმინალურ პოლიციებთან მჭიდროდ და ნაყოფიერად თანამშრომლობს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახურმა გადაწყვეტილება მიიღო და მომავალ წელს საქართველოში პოლიციის მეკავშირე ოფიცერს გამოგზავნის, რომელთანაც ადგილზე მუშაობა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენ შორის არსებულ საპოლიციო თანამშრომლობას,“- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

თავის მხრივ, დეგელაციის წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს შს სამინისტროს პოლიციის ატაშეს წარმატებულ საქმიანობაზე გერმანიაში.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმები და მიმართულებები განიხილეს.

საქართველოს შს სამინისტროში ვიზიტის ფარგლებში, გერმანელი სამართალდამცველები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, პოლიციის აკადემიას და „112“-ს ეწვევიან.

საკვანძო სიტყვები:

მოსამართლემ, კობახიძისა და გულუაშვილის ინტერვიუების მტკიცებულებად დამატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა

13 აპრილი, 2021 , 13:27

თბილისის საქალაქო სასამართლოში, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა, დააყენა შუამდგომლობა საქმეში ახალი მტკიცებულებების დართვის შესახებ, საუბარ

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 993 ფაქტი გამოავლინა

13 აპრილი, 2021 , 11:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 993

სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

13 აპრილი, 2021 , 11:21

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სახელმწ

დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

13 აპრილი, 2021 , 10:27

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ბრალდებული ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმ

ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირი დააკავეს

12 აპრილი, 2021 , 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის

ბიზნესმენი დავით კოდუა დააკავეს

12 აპრილი, 2021 , 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენი დავით კოდუა დააკავა. ადგილზე პოლიცია მისი მეუღლის შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა. დავით კოდუა ცოლის და ქალიშვილის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით არის დაკავე