უახლესი ამბები
- 24.04.2024 18:09Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 24.04.2024 15:01სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- 24.04.2024 14:53სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი
- 24.04.2024 14:41დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
- 24.04.2024 14:16იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს
- 24.04.2024 13:01საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება
- 24.04.2024 12:38მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`
- 24.04.2024 11:57ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება
- 24.04.2024 11:30შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 24.04.2024 11:19პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს
არქივი
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი კრიმინალური პოლიციის კურატორობას შეითავსებს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი კრიმინალური პოლიციის კურატორობას შეითავსებს.
ამის შესახებ მინისტრმა დედაქალაქისა და რეგიონების საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებთან თათბირზე თავად განაცხადა.
„ჩემი პირველი მოადგილე, რომელიც ამ თანამდებობას იკავებდა ბესიკ ამირანაშვილი, დღეიდან გადაყვანილი იქნება კადრების განკარგულებაში. ვფიქრობ, თქვენთან ურთიერთობაში შუა რგოლი არ მჭირდება, უფრო აქტიურად უნდა ვიყო ჩართული იმ პროცესებში, რაც მიმდინარეობს საპატრულო პოლიციაში, კრიმინალურ პოლიციაში. ის კოორდინაცია, რომელიც დღემდე არსებობდა, უფრო ეფექტური რომ იყოს, ვფიქრობ, მინისტრის ხელში უნდა გადავიდეს.
ოორდინაცია უნდა იყოს ძალიან მჭიდრო. ვფიქრობ, ეს ჩვენს ოპერატიულაბასაც ძალიან გაზრდის“, - განაცხადა შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა.
მონიკა დავლიანიძე