უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

5 ივნისი, 2017 11:55
font-size

გიორგი მღებრიშვილი საზღვარგარეთ წარგზავნილ საქართველოს პოლიციის ატაშეებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოს შსს-ს მიერ სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილ პოლიციის 12 ატაშეს შეხვდა და საგანგებო თათბირი გამართა.

ატაშეებმა მინისტრის გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალური ანგარიში ჩააბარეს და დავალებები მიიღეს. შეხვედრაზე შს მინისტრმა ხაზი გაუსვა ეფექტური საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განხორციელებისთვის პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის მნიშვნელობას.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის შემდგომ, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში წარგზავნილი ატაშეების როლი კიდევ უფრო გაიზარდა.

შს მინისტრმა მიმდინარე წლის აპრილის თვეში ევროპოლთან გაფორმებული ოპერატიული თანამშრომლობის შეთანხმების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ძალიან მალე ჩვენი პარლამენტი მოახდენს შეთანხმების რატიფიცირებას და თქვენს რიგებს შეემატება მეკავშირე ოფიცერი ევროპოლში, რომელსაც სულ რამდენიმე თვეში წარვგზავნით. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვითანამშრომლოთ ევროპოლთან და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან, როგორც ოპერატიული, ასევე, არაოპერატიული მიმართულებით, უსაფრთხო არხის მეშვეობით გავცვალოთ მნიშვნელოვანი საპოლიციო და ოპერატიული ინფორმაცია, მონაწილეობა მივიღოთ ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შეხვედრის დასასრულს გიორგი მღებრიშვილმა თითოეულ ატაშეს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

მოსამართლემ, კობახიძისა და გულუაშვილის ინტერვიუების მტკიცებულებად დამატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა

13 აპრილი, 2021 , 13:27

თბილისის საქალაქო სასამართლოში, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა, დააყენა შუამდგომლობა საქმეში ახალი მტკიცებულებების დართვის შესახებ, საუბარ

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 993 ფაქტი გამოავლინა

13 აპრილი, 2021 , 11:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 993

სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

13 აპრილი, 2021 , 11:21

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სახელმწ

დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

13 აპრილი, 2021 , 10:27

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ბრალდებული ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმ

ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირი დააკავეს

12 აპრილი, 2021 , 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის

ბიზნესმენი დავით კოდუა დააკავეს

12 აპრილი, 2021 , 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენი დავით კოდუა დააკავა. ადგილზე პოლიცია მისი მეუღლის შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა. დავით კოდუა ცოლის და ქალიშვილის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით არის დაკავე