უახლესი ამბები
- 13.04.2021 13:34ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- 13.04.2021 13:27მოსამართლემ, კობახიძისა და გულუაშვილის ინტერვიუების მტკიცებულებად დამატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა
- 13.04.2021 12:07სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი
- 13.04.2021 11:37იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.3 პროცენტით შემცირდა
- 13.04.2021 11:21სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- 13.04.2021 11:18რუსეთი თურქეთთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს
- 13.04.2021 11:13მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება
- 13.04.2021 10:59კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116
- 13.04.2021 10:49საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- 13.04.2021 10:42ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა - სამინისტრო
არქივი
საზოგადოება


გიორგი მღებრიშვილმა და იან კელიმ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზაზე კინოლოგიის ცენტრი გახსნეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზაზე კინოლოგიის ცენტრი გახსნეს. ღონისძიებას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დათო ნიკოლეიშვილი, აშშ-ს საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
„სასაზღვრო პოლიცია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, მისი ინსტიტუციური განვითარება და თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სასაზღვრო პოლიციას საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაში. კინოლოგიის ცენტრის გახსნაც სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და საზღვრის დაცვის სფეროში ერთობლივად კიდევ არაერთ მნიშვნელოვან და წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ,“ - განაცხადა ღონისძიებაზე გიორგი მღებრიშვილმა.
პროექტი საქართველოში აშშ-ს საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით განხორციელდა.
კინოლოგიის ცენტრის გახსნა ხელს შეუწყობს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებას და სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. აღნიშნული პროექტის მიზანია კვალიფიციური მესაზღვრე–კინოლოგების მომზადება, რომლებიც, შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ, სახელმწიფო საზღვრის დაცვას მოემსახურებიან.
კინოლოგიური ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს ევროპული სტანდარტის ვოლიერები, ოდოროლოგიური წვრთნის ოთახი და ვეტპუნქტი.
კინოლოგიური ცენტრის გახსნის შემდეგ, სტუმრებმა ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერეს, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტომ (DTRA) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას გადასცა.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) დახმარებით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის, ახალი სასაზღვრო სექტორების მშენებლობა და სახელმწიფო საზღვრის ელექტრონული დაკვირვების სისტემებით აღჭურვა.
საკვანძო სიტყვები:

ამირან გამყრელიძე - კლასტერებიდან გადავდივართ ვირუსის საყოველთაო გავრცელებაზე
13 აპრილი, 2021 , 16:40
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
13 აპრილი, 2021 , 13:34

სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი
13 აპრილი, 2021 , 12:07

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება
13 აპრილი, 2021 , 11:13

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116
13 აპრილი, 2021 , 10:59

საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
13 აპრილი, 2021 , 10:49