უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 ივნისი, 2017 16:50
font-size

გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან თათბირი ჩაატარა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონების სამმართველოების თანამშრომლებთან თათბირი ჩაატარა.

შსს-ის ინფორმაციით, თათბირზე შს მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე, დაგეგმილ რეფორმებსა და დეპარტამენტის განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა.

„თქვენ იცით, რომ შსს-ში ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა ახლა, განვლილი პერიოდი იძლევა უფრო სიღრმისეული ანალიზისა და შეფასების საშუალებას, რაც მაძლევს მყარ საფუძველს, მივიღო რიგი გადაწყვეტილებები უწყების კიდევ უფრო ეფექტიანი განვითარების მიზნით.

დღეს ჩემი პრიორიტია საპატრულო პოლიციის რეფორმა, რათა ის სრულად აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებსა და მოლოდინს, რაც საზოგადოებას, მოქალაქეებს მის მიმართ აქვთ.

აქ მოგიწვიეთ იმისთვის, რომ პირადად გაგაცნოთ ჩვენი სტარტეგია და გეგმა, რადგან თითოეული თქვენგანის მოტივაციას და გააზრებულ ნაბიჯს ამ საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრე ხვადაგიანმა აჭარის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და შიდა ქართლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს - ლევან მაისურაძე, ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოს - კახაბერ ბუხრაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოს - ნიკოლოზ გადელია, ხოლო შიდა ქართლის მთავარ სამმართველოს მიხეილ კალაძე უხელმძღვანელებს.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, საკადრო ცვლილებებთან ერთად, საპატრულო პოლიციის წარმატებული მუშაობისთვის, საჭიროა კომპლექსური ღონისძიებები, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა.

გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გადამზადების სპეციალური კურსის შესახებ ისაუბრა, რომელიც პოლიციელთა კვალიფიკაციის და საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად. აღნიშნული კურსი შსს-ს აკადემიაში ჩატარდება და მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე, ტაქტიკურ სწავლებას და პრაქტიკულ მომზადებას. გადამზადების კურსს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახაზო-საპატრულო სამმართველოების ყველა თანამშრომელი გაივლის და შესაბამის საკვალიფიკაციო გამოცდებს ჩააბარებს.

ელჩები პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები, მნიშვნელოვანი არ არის ელჩების ჩართულობა ამ პროცესში - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 12:19

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია. პირველი სხდომა მხოლოდ "ქართველმა

აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან უარს მანდატებზე და ამით დაიმცირებენ თავს - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 11:54

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ, საბოლოო ჯამში, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში, &

შალვა პაპუაშვილი ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგს განმარტავს

22 ნოემბერი, 2024 , 11:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგი განმარტა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს

21 ნოემბერი, 2024 , 17:29

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში  სტუდენტებმა კარვები გაშალეს - ახალგაზრდები დღევანდელი ღამის გათენებას აანონსებენ.  თსუ-ს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

21 ნოემბერი, 2024 , 14:16

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი

21 ნოემბერი, 2024 , 12:51

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. შესაბ