უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 ივლისი, 2017 12:20
font-size

გიორგი მღებრიშვილმა ტალინში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ტალინში გამართულ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალზე სამართალდაცვით სფეროში განხორციელებული რეფორმების, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მიგრაციისა და საზღვრის მართვის საკითხები განიხილეს.

შეხვედრა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ანდრეს ანველტმა გახსნა.

ესტონეთის შს მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ევროკავშირთან თანამშრომლობის თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდნენ.

ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსმა კი აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის მიღწევა საქართველოსა და უკრაინის მიზანმიმართული მუშაობის შედეგია.

მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი:

„როგორც მოგეხსენებათ, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, არსებული თანამშრომლობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება და თანამშრომლობის სფეროების გაფართოება ჩვენი საგარეო პოლიტიკის გრძელვადიან სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს. შენგენის სივრცის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება ჩვენთვის არის როგორც დიდი მიღწევა, ასევე, დიდი გამოწვევა. ქართული მხარე სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ევროკავშირის მხრიდან გამოცხადებული ნდობას. ასევე, ვაცნობიერებთ, თუ რას ნიშნავს იყო ევროპული მხარისთვის სანდო პარტნიორი ქვეყნის სტატუსის მატარებელი“, - განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა.

გიორგი მღებრიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნულ სტრატეგიასა და სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმას, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს კიბერდანაშაული წარმოადგენს.

საქართველოს შს მინისტრმა მსოფლიო გამოწვევის - კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შესაძლებლობების განვითარების კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე საპოლიციო თანამშრომლობის პროექტს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები კვლავაც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში განხორციელებულ პროექტებში.

მინისტერიალზე დადებითად შეფასდა საქართველოს დელეგაციის ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში იუსტიციის რეფორმის ყოველწლიური კონფერენციის ჩატარების და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ქსელის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც სამოქალაქო და კომერციულ სფეროში სამართლებრივ თანამშრომლობას ეხება.

ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა მეოთხედ, ტალინში გაიმართა. მინისტერიალს პირველად 2013 წელს ლუქსემბურგმა უმასპინძლა.

საკვანძო სიტყვები:

მთავრობის ადმინისტრაცია - საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა

13 აპრილი, 2021 , 15:40

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი

12 აპრილი, 2021 , 17:40

რასაც ეს პარტია გვიყვება, შესაძლოა, პოლიტიკისთვის და მხარდამჭერთა რაოდენობის მობილიზების თვალსაზრისით კარგი იყოს, მაგრამ საზოგადოებას სხვა მოთხოვნა აქვს პარლამენტის მიმართ - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმ

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე

12 აპრილი, 2021 , 17:15

საქართველოში ჯერ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ შტამთან დაკავშირებით ლუგარ

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე

12 აპრილი, 2021 , 16:35

დღეს ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხებზე იმართება საკომიტეტო მოსმენები, ეს ის თემებია, რაც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს და აინტერესებს ყველაზე მეტად. სწორედ ეს არის შედეგი და ის განსხვავება, რ

მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი

12 აპრილი, 2021 , 15:30

ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა გადაჭრან პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და რაც შეიძლება მალე, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. "ჩვენ გვესმის საზოგადოებისგან, რომ ელოდება კრიზისის

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი

12 აპრილი, 2021 , 15:30

უკრაინასთან დაკავშირებულ კრიტიკას კატეგორიულად ვერ მივიღებ, საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხად