უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

24 სექტემბერი, 2018 16:10
font-size

გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ბრალდებებს გამოეხმაურა

„დასამალი ნამდვილად არაფერი მაქვს და რამდენჯერაც დაისმება ეს შეკითხვა, იმდენჯერ ღიად შემიძლია ვისაუბრო“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელიც ხაჭაპურიძე-ხაჩიძის საქმეს ეხება.

„ეს ამბავი ნამდვილად არ არის ახალი და ყოველ ჯერზე, როდესაც დასჭირდებათ ასეთი ცილისმწამებლური კამპანიის აგორება ხდება ფაქტის რევიზია და მე თქვენთანაც არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე. ერთადერთი შეხება რაც მქონდა ამ თემასთან იყო ის, რომ განვიხილე სამართალდარღვევის საქმე, რომელშიც მონაწილეონდნენ ეს პირები. ამაზე განაწყენებულები თავს დამესხნენ, როდესაც ვიყავი ოჯახთან ერთად დასასვენებლად, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად და მოსამართლეზე ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. ამას მოჰყვა კანონის შესაბამისი რეაგირება. კითხვა მაქვს, რატომ ხდება ამ თემის პერიოდულად გააქტიურება, როდემდე შეიძლება რომ ერთსა და იმავე საკითხზე მომიწიოს განმარტებების გაკეთება.“ „რაც შეეხება მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის გამწესებას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვაში არ ვმონაწილეობდი და ამ პროცესიდან აცილელებული ვიყავი.“ მე ათწლიანი ვადით ვარ გამწესებული, მაქვს სურვილი რომ გავაგრძელო ჩემი კარიერა სასამართლო სისტემაში. ერთადერთი გზა ამისთვის არის კონკურსი. ისეთივე უფლება მაქვს ამის, როგორც ნებისმიერ მოსამართლეს. მე არ ვარ გამონაკლისი და კანონი მაძლევს სრულ უფლებას ვადის ამოწურვამდე კონკურსში მონაწილეობა მივიღო“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტში სოციალური მიმართულებით თანხები გაზრდილია - გიორგი ბირბიჩაძე

19 დეკემბერი, 2018 , 09:00

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ შენიშვნებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც სოციალური მიმართულებით ბიუჯეტი თით

2019 წლის ბიუჯეტის პროექტში სოციალური მიმართულებით თანხები გაზრდილია - გიორგი ბირბიჩაძე

18 დეკემბერი, 2018 , 17:40

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ შენიშვნებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც სოციალური მიმართულებით ბიუჯეტი თით

ოპოზიციას უნდა, რომ საზოგადოება ორად გახლეჩილი იხილოს, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ - ლევან ჟორჟოლიანი

18 დეკემბერი, 2018 , 17:40

„სამართლებრივ სახელმწიფოში არსებობს როგორც უფლების დაცვა, ასევე უფლების შეზღუდვა და ამას აქვს თავისი საზღვრები. ერთის ან მეორის განხორციელებისას იმ სიმაღლეებზე არ უნდა ავიჭრათ, რომ ბოლოს აღმოვჩნდეთ მთვარეზე. ჩვენი

კარგი იქნება, ოპოზიცია განხილვებში მონაწილეობდეს და ამის მიხედვით იღებდეს გადაწყვეტილებებს - გიორგი ტყემალაძე

18 დეკემბერი, 2018 , 17:15

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, კარგი იქნება, თუ ოპოზიცია მონაწილ

საქართველო არ იმსახურებს ასეთ მარგინალურ ოპოზიციას, რომელიც იწევს პოლიციაზე - ირაკლი ზარქუა

18 დეკემბერი, 2018 , 17:15

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა ოპოზიციას ბიუჯეტის წაკითხვისკენ მოუწოდებს. ზარქუას თქმით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში უფასო სასადილოებისა და აუტისტური სპექტრ

სალომე სამადაშვილი საერთოდ რატომ იყო ამ კომიტეტის წევრი არ მესმის - ეკა ბესელია

18 დეკემბერი, 2018 , 16:50

ოთარ კახიძე ადეიშვილის დღის წესრიგს არის მიჩვეული და რა უნდა მოვთხოვო? - ეს განცხადება, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძეზე საუბრისას განაცხადა. იურიდიუ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`