უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 იანვარი, 2017 13:50
font-size

გიორგი მოსიძე ვიზიტით კიევში იმყოფებოდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, გიორგი მოსიძე, 19-20 იანვარს ვიზიტით კიევში იმყოფებოდა.

როგორც მედიანიუსს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დეპუტატმა შეხვედრა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ირინა გერაშჩენკოსთან გამართა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფთან გამართული შეხვედრისას, მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებისა და მეგობრობის ჯგუფების თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მოსიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის უმაღლესი რადის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ვოლოდიმერ არევთან და დელეგაციის წევრებთან - ლეონიდ ემეცთან და სერგეი სობოლევთან, სადაც ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში ორი ქვეყნის დელეგაციას შორის ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობისა და საქართველოსა და უკრაინის ევროპულ სტრუქტრებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტის წევრმა შეხვედრა, ასევე,გამართა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, არტურ პალატნისთან და უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრ იარემასთან, სადაც ორ ქვეყანას შორის, ტურიზმისა და სპორტის მიმართულებით, თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრებს უკრაინაში საქართველოს ელჩი, მიხეილ უკლება და საელჩოს უფროსი მრჩეველი, ალექსანდრე ყიფიანი ესწრებოდნენ.

საკვანძო სიტყვები:

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 16:56

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა კი არაფერი იყო! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომა

ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე

17 ნოემბერი, 2025 , 13:51

დედაქალაქის მერის განცხადებით, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი. როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის იმ რიტორ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა

17 ნოემბერი, 2025 , 13:08

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინ

ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ - ისინი პარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოში შეძლებენ

17 ნოემბერი, 2025 , 12:57

„ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ც

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება, ბიზნესომბუდსმენი გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში

17 ნოემბერი, 2025 , 12:42

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განა