უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

18 თებერვალი, 2019 16:00
font-size

გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკსა და თანმხლებ პირებს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნათია თურნავა და ეკატერინე მიქაბაძე.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ევროპის საინვესტიციო ბანკის საინვესტიციო პორტფელზე საქართველოში და სამომავლო თანამშრომლობის ძირითად პრიორიტეტებზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ მხარეებმა განიხილეს ორი ახალი პრიორიტეტული მიმართულება, რომელთა შორისაა, თანამშრომლობა ენერგოეფექტურობის დანერგვისა და ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მიმართულებით. გიორგი ქობულიას განცხადებით, ბანკი ქართულ კომპანიებს როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ დახმარებას აღმოუჩენს, რათა საწარმოების ტექნოლოგიური გადაიარაღება განხორციელდეს და ამის შედეგად, წარმოება ენერგოეფექტური გახდეს.

„კიდევ ერთი პრიორიტეტული საკითხია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ბანკი ხელს შეუწყობს მსხვილი ევროპული კომპანიების შემოყვანის პროცესს საქართველოში, რაც ჩვენ დაგვეხმარება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის რეალიზებაში, არამედ ასეთ საწარმოებთან მოსალოდნელია ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის უფრო მეტად განვითარება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

„ევროპის საინვესტიციო ბანკმა ბოლო ათი წლის მანძილზე თითქმის 200 მილიონი ევროს მხარდაჭერის პროგრამები განახორციელა საქართველოში. ჩვენ, ადგილობრივი ბანკების მეშვეობით, ადგილობრივ საწარმოებზე გავცემთ სესხებს და ასეთ მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ. ამასთან, ყურადღებას, პირველ რიგში, ისეთ კომპანიებზე გავამახვილებთ, რომლებიც საქმიანობენ შემდეგ სექტორებში, როგორც ენერგოეფექტურობა, სოფლის მეურნეობა და ტექნოლოგიები,” - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიხცე-პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, ასევე გამახვილდა ყურადღება უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაზე. „დავპირდით მინისტრს, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი შეეცდება, დაეხმაროს თქვენს ქვეყანას ინვესტორების მოძიებაში, ასევე, უზრუნველყოს ასეთი ინვესტიციების მხარდაჭერა,“ - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებიც საქართველოში აღნიშნული საფინანსო ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

ლარი არ უნდა უფასურდებოდეს - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

23 მაისი, 2019 , 14:20

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მოქმედი მიკრო და მაკროეკონომიკური პარამეტრები არ მიუთითებს იმაზე, რომ ლარის კურსი უნდა უფასურდებოდეს. კითხვაზე, ხომ არ დაიხარჯა წინასარჩევნოდ დიდი ფული, რამაც

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP AIRLINES იწყებს

23 მაისი, 2019 , 12:40

4 ივნისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირებას უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP AIRLINES იწყებს. პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისად ოდესისა და ხარკოვის მიმართულებით კვირაში ორჯერ,

საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სერბეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს შეხვდა

23 მაისი, 2019 , 12:15

სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ილია კობერიძე სერბეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს მარკო კადეზს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

კობა გვენეტაძე კრისტინ ლაგარდის ვიზიტს აჯამებს

22 მაისი, 2019 , 18:53

კრისტინ ლაგარდის ჩამოსვლა თბილისში იმის დემონსტრირებაა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულად უჭერს მხარს იმ რეფორმებსა და მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს,- ასე აფასებს ეროვნული ბანკის პრე

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 მაისისთვის - დოლარი - 2.7756 ლარი, ევრო - 3.1001

22 მაისი, 2019 , 17:10

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7756 ლარი ეღირება, ევრო – 3.1001, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი –3.5153 ლარი. დღეს, 22 მაისს ერ

“ლუფთანზა” თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით ორ ავიარეისს ამატებს

22 მაისი, 2019 , 14:30

„ლუფთანზამ“ თბილისი-მიუნხენის(გერმანია) ორი ავიარეისი დაამატა და ჯამში მგზავრებს ამ მიმართულებით 9 ყოველკვირეულ რეისს სთავაზობს. სამშაბათსა და შაბათს დაგეგმილ დილის რეისებთან ერთად (გამგზავრება: 05:05), ხელმი