უკან

ეკონომიკა

20 სექტემბერი, 2018 14:10
font-size

გიორგი ქობულიამ და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბრიუსელში DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება)-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის სესილია მალმსტრომის ინიციატივით იმართება.

მინისტერიალის დაწყებამდე გიორგი ქობულია სესილია მალმსტრომს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს მიერ DCFTA-ის ფარგლებში შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შესრულება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის DCFTA-ს ეფექტური განხორციელება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ითვალისწინებს მისი ეკონომიკის ევროკავშირის შიდა ბაზართან ეტაპობრივ ინტეგრაციას, რაც უზრუნველყოფს მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი სამომხმარებლო ბაზრის ხელმისაწვდომობას ტარიფებისა და კვოტების გარეშე.

როგორც შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, სავაჭრო საკითხებში ევროკომისართან შეხვედრის ძირითადი თემა იყო იმ პროგრესის განხილვა, რომელიც საქართველოს აქვს ევროსტანდარტების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

„მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონი მალმსტრომი მიესალმება და იწონებს ჩვენს მიერ არსებული გეგმის განხორციელებისა და შესრულების ტემპებს. ასევე აღინიშნა ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებელი ევროკავშირთან, რომლის ზრდამაც, აგვისტოს ჩათვლით, დაახლოებით 12 პროცენტი შეადგინა. ჩვენ ვილაპარაკეთ რამდენიმე გამოწვევაზე, თუ როგორ დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის სტანდარტები მეცხოველეობის სექტორში, რათა ჩვენმა კომპანიებმა, რომლებიც ამ სექტორში მუშაობენ, მაქსიმალურად გაზარდონ ექსპორტი ევროკავშირში. ასევე განვიხილეთ სახელმწიფო შესყიდვების სტანდარტების ზრდა საქართველოში და თუ ჩვენ მივაღწიეთ ორ-სამ თვეში დაგეგმილ შედეგებს და მივიღეთ აკრედიტაცია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, ჩვენი კომპანიები შეძლებენ უკვე ევროპასა და ევროკავშირის ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.
პირველ არაოფიციალურ მინისტერიალში ასევე მონაწილეობენ უკრაინისა და მოლდოვის სამთავრობო დელეგაციები.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი