უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

21 მარტი, 2019 13:15
font-size

გიორგი ქობულიამ საქართველო - ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია ოფიციალურად გახსნა

სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველო - ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა ოფიციალურად გაიხსნა. სხდომაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, რომელიც ბელარუსის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე მიხაილ რუსისთან ერთად აღნიშნული კომისიის თანათავმჯდომარეა.

თავის მისალმებაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ბელარუსთან, როგორც მნიშვნელოვან და სანდო პარტნიორთან თანამშრომლობას, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. მან ყურადღება გაამახვილა ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ დადებითი სტატისტიკის მიუხედავად, ქვეყნებს შორის არსებობს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი როგორც ორმხრივი ვაჭრობის, აგრეთვე ინვესტიციების განხორციელებისა და ერთობლივი საწარმოების ორგანიზების მიმართულებით.

ამ მხრივ, მინისტრმა აქცენტი გააკეთა რამდენიმე ორმხრივ პროექტზე, რომლებიც ხელს უწყობენ ვაჭრობისა და წარმოების სფეროების დაახლოებას საქართველოსა და ბელარუსს შორის. გიორგი ქობულიამ მადლობა გადაუხადა ბელარუსის მხარეს ბელარუსში შპს „ქართული ნატურალური პროდუქტების“ ამოქმედებისთვის, რომელიც უახლოეს პერიოდში მინსკში საქართველოს სავაჭრო ცენტრს გახსნის. აღნიშნულ კომპანიას მიენიჭა საქართველოდან ბელარუსში ქართული ღვინისა და ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტის განხორციელების უფლება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ტრადიციული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და ნიშური პროდუქტები. გიორგი ქობულიამ დადებითად შეაფასა აღნიშნული პროექტის განხორციელება ბელარუსის დედაქალაქში და აღნიშნა, რომ ის ხელს შეუწყობს როგორც საქართველოდან პროდუქციის ექსპორტს ბელარუსში, ასევე დადებითად აისახება საქართველოს ცნობადობაზე, რაც ასევე პოზიტიურად იმოქმედებს ტურისტული ნაკადების ზრდაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება ქართულ - ბელარუსულ ერთობლივ საწარმოზე, რომლებიც საქართველოში ლიფტებს აწყობს.

კიდე ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც გიორგი ქობულია თავის გამოსვლაში შეეხო, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა იყო. მისი თქმით, ბელარუსი საქართველოს ტოპ-ოცეული ქვეყნების სიაში, საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი შემოვიდა, მეთერთმეტე ადგილზეა. 2018 წელს საქართველოში ბელარუსიდან, წინა წელთან შედარებით, 43 პროცენტით მეტი ვიზიტორი შემოვიდა.

მისალმების დასასრულს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულიამ ორმხრივი კომისიის წევრებს ნაყოფიერი თანამშრომლობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ორმხრივად მომგებიანი გახდება.

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი