უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 აპრილი, 2019 15:40
font-size

გიორგი ქობულიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე მე - მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემეირ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ გიორგი ქობულიასთან გუშინაც ჰქონდა შეხვედრა და დღესაც ექნება მთავრობის სხდომის შემდეგ.

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე, გიორგი ქობულია, რომელიც გუშინ დილით ამბობდა, რომ მინისტრია, თავად წავიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან თუ გაუშვა.

„გუშინაც მქონდა შეხვედრა და დღესაც, მთავრობის სხდომის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა მექნება. გარწმუნებთ, ამ მხრივ, არანაირი პრობლემა არ არის და გიორგი ქობულიამ გითხრათ ის, რაც უნდა ეთქვა. გადაწყვეტილება მივიღე მე, მასთან საუბრის შედეგად, ისევე, როგორც გადაწყვეტილება მივიღე ნათია თურნავასთან საუბრის შედეგად და გარწმუნებთ, აქ არაფერი გასაკვირი არ არის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მისი შეფასებით, გიორგი ქობულიას მიერ განვლილი კარიერული გზა ნათელი პასუხია მის კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხზე.

„ის არის „მაკკენზის“ უფროსი პარტნიორი. თვითონ ეს ფაქტი მეტყველებს, რომ მას აქვს მნიშვნელოვანი ცოდნა და ვფიქრობ, მან ეს მნიშვნელოვანი ცოდნა გამოიყენა იმ განვითარების გეგმების მოსამზადებლად სხვადასხვა ეკონომიკის სექტორების მიხედვით, რომელიც თავს იყრის ერთად ეკონომიკის სამინისტროში. ვფიქრობ, როგორც დღეს, ისე მომავალში, აუცილებლად გამოადგება ქვეყანას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს ელჩი თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა

22 მაისი, 2019 , 17:50

22 მაისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ჰულუსი აქართან. შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინის

პოლონეთის სენატის მარშალის შეფასებით, საქართველო 10 წლის წინ პოლონეთის მიერ ინიცირებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის წამყვანი სახელმწიფოა

22 მაისი, 2019 , 16:40

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავითზალკალიანმა შეხვედრა გამართა პოლონეთის სენატის მარშალთან სტანისლავ კარჩევსკისთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს და პოლონეთს შორის არსე

„მე ვამზადებ საფუძველს ჩემი დაჩქარებული წესით დაბრუნებისთვის საქართველოში და ბრძოლაში ჩართვისთვის“ - მიხეილ სააკაშვილი ყვარელში სკოლას ხსნის

22 მაისი, 2019 , 16:10

ჩვენ ვაპირებთ ყვარელში, ახალგაზრდული სკოლის შექმნას ზაფხულში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება სკოლა, სადაც 500 - მდე ახალგაზრდას მიიწვევენ და სადაც საუბარ

გიორგი გახარია საქართველოში წითელი ჯვრის ხელმძღვანელს შეხვდა

22 მაისი, 2019 , 14:30

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმ

პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის სენატის მარშალს უმასპინძლა

22 მაისი, 2019 , 12:25

პოლონეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და პოლონეთის სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკისს შეხვედრისას აღინიშნა. როგო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელს შეხვდა

22 მაისი, 2019 , 11:25

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი, ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსს რიჩარდ ტიბელსს შეხვდა. შეხვედრაზე შინაგან საქმეთა